პროექტის ხელმძღვანელი: მარიამ იმედაშვილი
სამიზნე ჯგუფი:  II  კლასი
პროექტის თემა: „ თანამშრომლობა-კონფლიქტების წინააღმდეგ!
პროექტზე მუშაობის ვადები:
    დასაწყისი-10.11.2019წ      დასასრული : 17.11.2019წ

პროექტის აქტუალურობის დასაბუთება, პრობლემის ანალიზი:

წინამდებარე პროექტი მეტად აქტუალურია,რადგან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების ყოველდღიურ ცხოვრებაში მრავლად არის კონფლიქტური სიტუაციების მაგალითები. კონფლიქტების უმეტესობის საფუძველს წარმოადგენს მოსწავლეების ზოგადი დამოკიდებულებები ან მათში უნარის ნაკლებობა, გაუძლონ ზეწოლას. კონფლიქტური სიტუაციების მაგალითებია:
 _ სხვისი კუთვნილი ნივთების აღება;
_ შემთხვევით ვინმეს შეხება ან ხელისკვრა;
_ ერთმანეთის გაღიზიანება;
_ თანაკლასელების შეწუხება;
_ ერთმანეთის დაშინება;
 _ მძიმე ფორმები, როგორიცაა დაჯგუფებები მავნე განზრახვით ან ფიზიკური და/ან ფსიქოლოგიური ძალადობა.
ეს მოწმობს, რომ მოსწავლეებს აქვთ დაბალი სოციალური უნარ-ჩვევები, ამიტომ ვერ ახერხებენ ააგონ და შეინარჩუნონ პოზიტიური ურთიერთობები, არ იციან როგორ დაუმეგობრდნენ თანატოლს, რა მისაღები ფორმით მიიპყრონ მასწავლებლების ყურადღება.
 ამ პროექტის განხორციელების იდეა თავად მოსწავლეებისგან წამოვიდა,როცა ერთ-ერთი კონფლიქტის მონაწილემ ატირებულმა მომმართა,რომ მისი თანაკლასელი აწუხებდა,თმებს წიწკნიდა და ამის გამო მათი კონფლიქტი დიდ დაპირისპირებაში  გადაიზარდა. ამიტომ გადავწყვირტე,პრობლემის უკეთესად შესასწავლად და მისი დაძლევის გზების მოსაძებნად ,მოსწავლეებს სოციალური პროექტის განხორციელება დაეხმარებოდა.


კავშირი ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან-თან:
მუხლი 48. ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები
3. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები:
) სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია. სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია გულისხმობს სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვა.

პროექტის  მიზნები:

 მოსწავლეები შეძლებენ
·         დაპირისპირების, კონფლიქტების პრევენციას;
·         ემპათიის უნარის გნვითარებას(როლური თამაშით);
·         სოციალური უნარ-ჩვევების ამაღლება, როგორიცაა მოლაპარაკება, თანამშრომლობა, კომპრომისი, ემოციების კონტროლი, კონფლიქტის გადაჭრა .


გრძელვადიანი მიზნები:

·         მოსწავლემ შეძლოს  ადამიანის უფლებების დაცვა და პიროვნების პატივისცემ, რომელსაც იგი გამოიყენებს საკუთარი და სხვისი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. მოზარდს უნდა შეეძლოს ადამიანის არსებითი უფლებების შესახებ მიღებული თეორიული ცოდნის განხორციელება და ამ პრინციპებით ცხოვრება.

სამიზნე ჯგუფი : დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, თემი (სკოლა, საზოგადოება, სახელმწიფო)

   მოსალოდნელი შედეგები:
·         მოსწავლეებ შეეძლებათ ინდივიდებთან და ჯგუფებთან კონფლიქტების მოგვარება, თანამშრომლობა, იქნებიან შემწყნარებლები, ეცოდინებათ როგორ გამოიყენონ საკუთარი და არ შეზღუდონ სხვისი უფლებები.
მოსწავლეებს განუვითარდებათ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები:
·         კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი;
·         შემოქმედებითი უნარები;
·         კომუნიკაციის უნარები;
·         დამოუკიდებელი აზროვნების უნარები.





პროექტში მონაწილეთა გამოცდილებპროექტზე მუშაობისას აუცილებლად გავითვალისწინებ,თითოეული მოსწავლის ინტერესებს,მათ შესაძლებლობებსა და საჭირეოებებს. პროექტის დამგეგმავი და განმახორციელებელი თავად მოსწავლეები იქნებიან. გვყავს მხატვარი მოსწავლეები, რომელთა დახმარებით დავამზადებთ პოსტერს კონფლიქტების დემოკრატიული გზით გადაჭრის გზასთან დაკავშირებით და თვალსაჩინო  დაფაზე (მაგ. სკოლის შემოსასვლელში) განვათავსებთ.


პროექტის ამოცანები:

·         პროექტის იდეის გაცნობა, ფსიქოლოგის შეხვედრა მოსწავლეებთან და მშობლებთან, ინტერვიუ პირად საკითხებზე, სიტუაციური ფილმის ჩვენებ, ფოტო-ალბომის შექმნა, პროექტის პრეზენტაცია.


პროექტის ამოცანები:
1.      საინიციატივო ჯგუფის შექმნა
2.      სამოქმედო გეგმის შემუშავება (ფუნქციების და დავალებების განაწილება,დროის ლიმიტის განსაზღვრა)
3.      ლექცია სემინარის დაგეგმვა;
4.      დოკუმენტური ფილმის ჩვენება;
5.      მულტფილმის ჩვენება -;https://www.youtube.com/watch?v=f-aS-qiJWv8
6.      ლექცია სემინარის ჩატარება (ესწრებიან მოსწავლეები და მოწვეული მშობლები);

7.      ინფორმაციის მოძიება ბიბლიოთეკებში
8.      ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში
9.      ინტერვიუებისა და კვლევების წარმართვა
10.  გამოსახულებებისა და სურათების ინტერპრეტირება
11.  გონებრივი ვიზუალიზაცია/წარმოსახვა
12.  პოსტერების შექმნა
13.  გამოფენების მოწყობა
14.  პრეზენტაციების დაგეგმვა და გამართვა
15.  პრეზენტაციების გამართვა სლაიდების და PowerPoint-ის პროგრამის თანხლებით

16.  პროექტის შეჯამებაშეფასება.


პროექტის ბოლოს მისაღწევი შედეგები: პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეები გაითავისებენ კონფლიქტების . ისწავლიან კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების გზებს. მოუწოდებენ სხვებსაც, კონფლიქტებისგან თავის შეკავებისკენ. როგორც მედალს ორი მხარე აქვს,ასევე აქვს ადამიანს ორი მხარე.ჯობია დადებით თვისებებზე გავამახვილოთ ყურადღება და არა მის ნაკლოვანებებს გამოვეკიდოთ. მიღწეული შედეგები იქნება მდგრადი, მოსწავლეები მთელი ცხოვრების მანილზე ეცდებიან თავიდან აიცილონ კონფლიქტები და მშვიდობიანი გზით მოაგვარონ.

პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგია:

       პროექტის მსვლელობისას აწარმოონ შუალედური წერილობითი ანგარიშები, დღიურებში,დააფიქსირონ შენიშვნები , შემდეგ კი ერთმანეთს გაუზიარონ, ითანამშრომლონ ერთმანეთთან, რეკომენდაციები გაითვალისწინონ უკეთესი შედეგების მიღწევისთვის.სადისკუსიო და შემაჯამებელი კითხვების დასმა ხდება მთელი პროექტის განმავლობაში,რადგან შემოწმდეს მოსწავლის სააზროვნო უნარები და მიეცეს ანალიზი- სინთეზის გზით არგუმენტირებული პასუხების შესაძლებლობა. დღიურებიდან მოსწავლეების პასუხები და მინიშნებები გვაწვდიან ინფორმაციას, როგორ დააკავშირეს ნაშრომები პროექტის ფართო მნიშვნელობის საკითხებთან.თანასწორთა უკუკავშირის ფორმა შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, გაითავისონ სამუშაოს ხარისხი და გააკეთონ საბოლოო შედეგის შესწორება. პროდუქტები- რუბრიკებისა და ქულებისა მინიჭების ფორმა ხელს უწყობს  მოსწავლის პროგრესს და მიღწევებს, იჩენენ ძალისხმევას,ასახავს სწავლის შედეგს. შესრულებები ხელს უწყობს არტისტული, შემოქმედებითი უნარების დემონსტრირებას.ამაღლებს მოტივაციასა და ჩართულობას სასწავლო პროცესში.
 
   
პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხარვეზები და მათი თავიდან აცილების გზები: 
     1)სოციალური პროექტი რთული დასაგეგმი და განსახორციელებელია, რადგან სცილდება საკლასო ოთახს და აქტივობები ტარდება სკოლის გარეთაც. ერთ-ერთი რისკი არის ის რომ,შეიძლება შეგვექმნას ხარჯებთან დაკავშირებული პრობლემები. ამისათვის დახმარებას ვთხოვ მშობლებს, დავგეგმავ მათთან კონსულტაციებს. ასევე, პროექტს დეტალურად დავგეგმავ,თანხას გამოვიყენებ მიზნობრივად და ვეცდები ხარჯების მინიმუმამდე დაყვანას. თუ საჭიროდ ჩავთვლი დახმარებას ვთხოვ  თემს(სკოლას,შობლებს,მოსახლეობას).
     2) შეიძლება სირთულეები წარმოიშვას მშობელთა ჩართულობის მხრიდანაც.ამისათვის დავგეგმავ მათთან ინდივიდუალურ და ჯგუფურ კონსულტაციებს ,ავუხსნი მათ,რომ მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა სკოლაში მიმდინარე მოვლენებში, ეს გამოიწვევს კონფლიქტების შემცირებას და პრევენციას.


პროექტის მსვლელობა, შეხვედრები:
    1)პირველი შეხვედრა   10.11.2019
საინიციატივო ჯგუფის შექმნა
       მოსწავლეებს განვუმარტე პროექტის მიზანი, გავაცანი პროექტებით სწავლების მეთოდის მიმდინარეობა და ის წესები, როგორც უნდა წარიმართოს პროექტი. წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით გავმართე დიალოგი მოსწავლეებთან. ვსაუბრობდით კონფლიქტებზე,რა იცოდნენ მასზე , როდისმე ჩავარდნილან თუ არა კონფლიქტურ სიტუაციაში. შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა (ფუნქციების და დავალებების განაწილება,დროის ლიმიტის განსაზღვრა).

   დავგეგმეთ ლექცია/სემინარი, რომელზედაც მოვიწვიეთ მშობლები.

        2) მეორე შეხვედრა 11.11.2019
      ლექცია /სემინარის ჩატარება,  კონფლიქტებზე დოკუმენტური ფილმის ჩვენება;

  ჩავატარეთ ლექცია/სემინარი, მოწვეულ მშობლებთან ერთად. განვიხილეთ მრავალი კონფლიქტური სიტუაცია, რაც ჩვენს გარშემო ხდება. მოსწავლეებმა გაიხსენეს უახლოესი ისტორიიდან კონფლიქტური სიტუაციები. ვისაუბრეთ იმაზე თუ რამდენი სახის კონფლიქტი შეიძლება არსებობდეს...
 ერთად ვნახეთ მულტფილმი -;https://www.youtube.com/watch?v=f-aS-qiJWv8
ჩხიკვთა ქორწილიდან,რომელსაც მოყვა მისი განხილვა. ვიმსჯელეთ იმ საკითხთან დაკავშირებით,რომ კონფლიქტები შეიძლება სხვადასხვა სახის იყოს, იგი ნებისმიერი ასაკის ადამიანებს შორის შეიძლება წარმოიშვას, მაგრამ უნდა ვიცოდეთ მისი მოგვარების კონსტრუქციული გზები.  ადრეული ასაკიდანვე თუ მივეჩვევით კონფლიქტების გამკლავებას,შემდეგ აღარ გაგვიჭირდება მისი თანამშრომლობის გზით მოგვარება.
 მოსწავლეებს დავავალე კონფლიქტებთან დაკავშირებით ბიბლიოთეკიდან ან  ინტერნეტიდან ინფორმაცია მოეძიათ და სიღრმისეულად გაცნობოდნენ მას,ამისათვის კი დახმარება მშობლებისთვის ეთხოვათ,. თან გავაფრთხილე ,რომ შემდეგ გაკვეთილზე  ამ პრობლემასთან დაკავშირებით დისკუსიას  გავმართავდით.

3) მესამე შეხვედრა 12.11.2019
   საკლასო დისკუსია:
  თითოეულმა მოსწავლემ წარმოადგინა თავისი მოძიებული ინფორმაცია.
გავმართეთ  საკლასო დისკუსია. ვკითხე მოსწავლეებს ყველაფერი კარგად არის? ეს მართლაც ასეა? რა პრობლემებსა და კონფლიქტებს ვაწყდებით ჩვენს კლასში? მოსწავლეები ეცნობიან საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და პირადი კეთილდღეობის ცნებებს, კლასში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათ შორის განსხვავებების დადგენის საშუალებით. მოსწავლეებს, წარმოსახვის უნარის გამოყენებით, მოჰყავთ პრობლემების მაგალითები და ახარისხებენ მათ იმის მიხედვით, საერთო პრობლემას წარმოადგენს იგი თუ პირად პრობლემას.
      შემდეგი შეხვედრისთვის დავავალე მოეფიქრებინათ საკუთარი კონფლიქტური სიტუაციები, ეფიქრათ მისი მშვიდობიანი მოგვარების გზებზე და შემდეგ ღიად ესაუბრათ ჩვენთან.

4)  მეოთხე შეხვედრა  13.11.2019
გულახდილი  საუბრები
     თითოეულმა მოსწავლემ ღიად ისაუბრა კონფლიქტურ სიტუაციებზე,რაც თვითონ გადახდა თავს ან ამჟამად იმყოფებოდა კონფლიქტურ სიტუაციაში. ეს შეიძლება ყოფილიყო მის თანაკლასელთან კონფლიქტიც. სხვა მოსწავლეებმა რჩევები მისცეს,თუ როგორ გადაეჭრათ  ეს სიტუაციები.
   მოსწავლეებმა შექმნეს პრობლემებისა და კონფლიქტების ჩამონათვალი.

5)მეხუთე შეხვედრა 14.11.2019
  პოსტერების დამზადება
    მოსწავლეებს დავავალე მათ მიერ წარმოდგენილ პრობლემებისა და კონფლიქტების ჩამონათვალიდან აერჩიათ თითო თემა და გაეკეთებინათ ჩანაწერები ან შეექმნათ ნახატები. მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში.
      მოსწავლეები ჩანაწერებს აკეთებენ თავიანთი მოსაზრებების შესახებ.  ჯგუფებმა უნდა დაამზადონ თითო პოსტერი, რომელზეც ილუსტრირებული იქნება ორი პრობლემა ან კონფლიქტი და მათი მოგვარების შესაძლო გზები. მათ ხაზი უნდა გაუსვან და გამოყონ ის გადაწყვეტილებები, რომლებზეც შეჯერდნენ და შეთანხმდნენ ჯგუფის წევრები.
  
 
        6) შეხვედრა 15 -16 ნოემბერი
   როლური თამაშები
    მოსწავლეთა ჯგუფებმა შეიმუშავეს როლური თამაშები,კონფლიქტებთან დაკავშირებით . მოიფიქრეს სიმულაციები, გაინაწილეს როლები  და წარმოადგინეს კლასის წინაშე.    რასაც მოჰყვა საკლასო დისკუსია.
   მოსწავლეებს დაევალათ ინტერვიუებისა და კვლევების წარმართვა  თავის მშობლებთან. ჩანაწერებს აწარმოებდნენ დღიურში.
         მოსწავლეებმა ისაუბრეს ინტერვიუსა და კვლევის შედეგებზე.
        შემდეგ ვისაუბრეთ,კონფლიქტების  მშვიდობიან მოგვარებაზე მედიატორის დახმარებით. ვისაუბრეთ მედიატორზე, როგორი თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს იგი.  მსჯელობამ მიგვიყვანა იმ დასკვნამდე,რომ მედიატორი უნდა იყოს სამართლიანი, ობიექტური,ავტორიტეტული, უნდა შეეძლოს ორივე დაპირისპირებული მხარის  გულდასმით მოსმენა და უნდა შეეძლოს მათი შეთანხმება/შერიგება,ისე რომ არცერთის  უფლებები არ დაირღვეს.
  


     8) 17 ნოემბერი:
   პროექტის პრეზენტაცია/ შეფასება
     მოსწავლეებმა  მოაწყვეს პოსტერების გამოფენა და გააკეთეს პრეზენტაცია სხვა  კლასის მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების წინაშე. წარმოადგინეს საბოლოო პრუდუქტი კედლის გაზეთისა და სლაიდ შოუს სახით ( კონფლიქტების მშვიდობიანად  გადაჭრასთან დაკავშირებით), რომელიც გამოეკრა საკლასო ოთახში თვალსაჩინო ადგილას.
    პრეზენტაციის დამთავრების შემდეგ მოვახდინე მოსწავლეთა შეფასება: მოსწავლეების შეფასების ფორმა განმავითარებელი კომენტარებია. შეფასდნენ პროექტის სამივე ეტაპზე:
1. შეფასდა მათი ინტერესები და წინარე ცოდნა
2. თანამშრომლობის უნარი, ინფორმაციის მოძიების და დახარისხების უნარი
3. პრეზენტაციაზე შეფასდა მათი საპრეზენტაციო უნარები და შემოქმედებითი უნარები.

დასკვნა:

  ეს პროექტი გარკვეულ დახმარებას გაუწევს  მასწავლებლებს სოციალური პროექტების დაგეგმვისას. ვინაიდან, ბავშვებისთვის კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარება, პროსოციალური ქცევის წახალისება და მისი რეფლექსია მნიშვნელოვანია კლასის ერთობის, სკოლის საერთო კულტურისა და ფიზიკურად  უსაფრთხო სასკოლო გარემოს ფორმირებაში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პროსოციალური ქცევის წახალისება შესაძლოა, სასკოლო ბულინგის პრევენციის მიზნითაც გამოვიყენოთ. თუ დავუშვებთ იმას, რომ ადამიანი სხვას შეიძლება ჩაგრავდეს საკუთარი ძალის დემონსტრირებისა და ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი ზემოთ აღწერილი საქმიანობების შეთავაზებით ბავშვებს ვუბიძგებთ, რომ ენერგია ცივილიზებული და სოციალურად მისაღები  ფორმით დახარჯონ. აგრეთვე იგრძნონ საკუთარი და სხვა ადამიანთა ღირებულება, შესაძლებლობის ფარგლებში იზრუნონ გარემოს გაუმჯობესებაზე და იგრძნონ, რომ თითოეულ ადამიანს შესწევს ძალა და უნარი, წვლილი შეიტანოს მშვიდობიანი და უკეთესი გარემოს შექმნაში, რაც სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.



პროექტის შეფასების კრიტერიუმები:

1.    თემასთან კავშირი                                                              1        2         3      4


2.    საკითხის სიმწვავე                                                              1        2         3      4

3.    მოსწავლეთა ჩართულობა                                                 1        2         3      4

4.    მშობელთ ჩართულობა                                                      1        2         3      4

5.    თანამშრომლობა                                                                 1        2         3      4

6.    მოსწავლეთა შეფასების რუბრიკების ხარისხი              1        2         3      4

7.    შემოქმედებითობა                                                              1        2         3      4


ქულები: 1 - სუსტი, 2 - დამაკმაყოფილებელი, 3 - კარგი, 4 - საუკეთესო.


                                                            



 რეფლექსია

      პროექტი კონფლიქტების მოგვარება  ურთიერთთანამშრომლობით  საჯ არო სკოლაში განხორციელდა 10 ნოემბრიდან      24 ნოემბრის
ჩათვლით.  მასში ჩაერთო სკოლის დაწყებითი, საბაზო და საშუალო  საფეხურის  მოსწავლე,მშობლები,პედაგოგები.
     პროექტი მნიშვნელოვანია ,რადგანაც     ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების ყოველდღიურ ცხოვრებაში მრავლად არის კონფლიქტური სიტუაციების მაგალითები. კონფლიქტების უმეტესობის საფუძველს წარმოადგენს მოსწავლეების ზოგადი დამოკიდებულებები ან მათში უნარის ნაკლებობა, გაუძლონ ზეწოლას. პროექტი მნიშვნელოვანია ,რადგანაც  რეალურ  ცხოვრებაში  მოსწავლეებმა   გაიაზრონ და თავი იგრძნონ  საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. პროექტი ჩვენს მოსწავლეებს შესძენს ცოდნას, დამოკიდებულებას  და გამოუმუშავებს  მაღალ სააზროვნო უნარებს.  შედეგად ბავშვები და თემის  ახალგაზრდები შეძლებენ წარმოაჩინონ და ფორმულირება გაუკეთონ  საკუთარ  ინტერესებსდამოუკიდებულებას და  აქტიურად  იქონიონ  გავლენა  შექმნილ  გარემო  ვითარებაზე.
    პროექტი სრულიად შეესაბამებოდა საჭიროებებს და პარალელს ავლებდა ზოგადი განათლების მიზნებს.
პირველ ეტაპზე შევხვდი პროექტის იდეის რეალიზებისათვის  სკოლის ადმინისტრაციისა, მშობლებსა  და მოსწავლეებს. მოსწავლეებთან ერთად დავაკომპლექტე საინიციატივო ჯგუფი პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით.დაიგეგმა აქტივობები,პროექტის ვადები და საჭირო რესურსების მომზადება. შემდეგ ჩავატარე ლექცია/სემინარი,სადაც ვისაუბრე კონფლიქტებზე და მისი მოგვარების გზებზე, ერთად ვნახეთ მულტფილმი -;https://www.youtube.com/watch?v=f-aS-qiJWv8
ჩხიკვთა ქორწილიდან. ასევე ვნახეთ ფრაგმენტი დოკუმენტური ფილმიდან „აგვისტოს ხუთი დღე“ https://www.youtube.com/watch?reload=9&v=hEyXlafCH5c
შემდეგ მოვახდინეთ მისი განხილვა( საკლასო დისკუსია).
  შემდეგ მოსწავლეებმა გამართეს როლური თამაშები,კონფლიქტებთან დაკავშირებით . მოიფიქრეს სიმულაციები, გაინაწილეს როლები  და წარმოადგინეს კლასის წინაშე.  რასაც მოჰყვა საკლასო დისკუსია.
   მოსწავლეებმა  გამართეს  ინტერვიუები და კვლევები  ავტორიტეტულ(რომელსაც თავად აირჩევდნენ) ადამიანებთან.         შემდეგ ვისაუბრეთ ორი კონფლიქტური მხარის მშვიდობიან მოგვარებაზე მედიატორის დახმარებით. ვისაუბრეთ მედიატორზე, როგორი თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს იგი. 
პროექტის დასასრულს  მოხდა პროექტის დახურვა  , ჩატარდა განხორციელებული პროექტის პრეზენტაცია და შეჯამება.
   პროექტი მიმდინარეობდა გეგმის მიხედვით,მასში ასახული აქტივობები მორგებული იყო მოსწავლეთა ინტერესებზე და საჭიროებებზე. პროექტის მსვლელობისას ფუნქციები გადანაწილებული იყო   მოსწავლეთა შესაძლებლობებზე მათი ძლიერი მხარეების გათვალისწინებით. პროექტში ჩართული მოსწავლეები შეფასდნენ წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით და საუკეთესო მონაწილეებს გადავეცით მადლობის სიგელები.       პროექტი ყველაზე წარმატებული იყო გამოფენების და როლური თამაშის   დროს. პროექტის განხორციელების პერიოდში  გამოვლინდა მცირე ხარვეზები ,რადგანაც  პროცესი იყო  მცირედ ქაოსური. სამომავლოთ მოსწავლეთა ჩართულობისას ყურადღებას გავამახვილებ მათ ქცევაზე და აქტივობებში მაქსიმალურად ჩართვაზე.






 




Comments

Popular Posts