სოციალური პროექტი
|
1.პროექტის
სახელწოდება: :
,, ჩემი სოფლის ღირსშესანიშნაობები”
განხორციელების ვადა: 11 –
27ნოემბერი
2019წ.
|
|
2.პროექტის
ავტორი: სსსიპ ყვარლის რაიონის სოფ. გავაზის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი - მარიამ იმედაშვილი
|
|
3.მონაწილეები: მეორე კლასის მოსწავლეები
|
|
4.პრობლემის
ანალიზი:
მოსწავლეები ფლობენ მწირ
ინფორმაციას სოფლის ღირსშესანიშნაობებზე, სოფლის მოსახლეობა პასიურ როლს
თამაშობს სოფლის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
|
|
5.პროექტის მიზანი:
v
სოფლის ღირსშესანიშნაობების
ისტორიის შესწავლა
v
თემის წევრების ჩართულობის
გაზრდა სოფლის ცხოვრებაში
v
ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება
v მოსწავლეებში სოციალური
უნარების განვითარება.
ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან კავშირი:
საქართველოში ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის
ა) ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და დღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის
გააზრება:
სასკოლო განათლებამ უნდა განუვითაროს მოზარდს უნარი, რომ სწორად განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები, და მისცეს მას სასიკეთო გადაწყვეტილებათა მიღებისა და აქტიური მოქმედების შესაძლებლობა;
|
|
6.პროექტის ამოცანები:
1.
პროექტის დაგეგმვა,
2.
მონიტორინგის ჯგუფის
შექმნა,
3.
სოფლის
ღირსშესანიშნაობების მონახულება,
4.
დასუფთავება,ინფორმაციის
მოძიება.
5.
მდინარის ნაპირების,გზის
და სოფლის ტერიტორიის ნაწილის
დასუფთავება
ნარჩენებისაგან.
6.
პროექტის შედეგების
პრეზენტაცია
|
|
7
პროექტში მონაწილეთა გამოცდილება - პროექტის მიმდინარეობისას გავითვალისწინებ
თითოეული მოსწავლის გამოცდილებას ,მათ ინტერესს. დავალებებს გავუნაწილებ მათი სურვილისამებრ,
დროსაც მოსწავლეები განსაზღვრავენ.პროექტის მიმდინარეობისას დავგეგმავ ისეთ აქტივობებს,
რომელიც მორგებული იქნება განსხვავებული ინტერესისა და საჭიროებების
მქონე მოსწავლეებზე.
|
|
8.მოსალოდნელი
შედეგები: მოსწავლეები სოფლის
უხუცესების, მასწავლებლების, ინტერნეტისა და სხვა წყაროების დახმარებით
შეისწავლიან სოფლის კულტურული ობიექტების მათთვის უცნობ დეტალებს და გააცნობენ
უმცროს თაობას, სოფლის მოსახლეობა ჩაერთვება სოფლის მიდამოების დასუფთავებაში,
რაც დადებითად აისახება სოფლის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.
|
|
9.ამოცანების
განსახორციელებლად საჭირო აქტივობები და ვადები:
ამოცანა1-2
ა.მოსწავლეებისა და
მასწავლებლების პირველ შეხვედრაზე
მოსწავლეების
იდეების განხილვა და გეგმის შედგენა
ბ.მონიტორინგის ჯგუფის
შედგენა.
გ. პროექტის გეგმის
პრეზენტაციის დაგეგმვა-განხორციელება
(11-12 ნოემბერი)
შევქმენი საინიციატივო ჯგუფი.მოსწავლეებმა შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა.
გადაინაწილეს ფუნქციები და დავალებები,თავადვე
განსაზღვრეს ვადები,რომელ აქტივობას რა დროში გააკეთებდნენ. პრობლემა შეისწავლეს, მოიძიენს ინფორმაცია სკოლის ბიბლიოთეკაში. მასალის
მოძიება
ინტერნეტის
საშუალებით.
მოძიებული
მასალის
ანალიზი.
10.ამოცანა 3-4
ა)მოსწავლეების და მოხალისე
მასწავლებლებისა და თემის წევრების დაყოფა ჯგუფებად
ბ) ვადების მიხედვით
სოფლის ტერიტორიების დანაწილება და დასუფთავება:
·
სკოლის წინ მდებარე ეკლესიის ტერიტორია- 13 ნოემბერი
· სკოლის
ეზო და მიმდებარე ტერიტორია- 14 ნოემბერი
· სოფლის ცენტრი და დანარჩენი ტერიტორია - 15 ნოემბერი
ბ) უხუცესებთან,
ისტორიკოსებთან,ფილოლოგებთან სტუმრობა სოფლის ძეგლების მონახულება, ისტორიის
მოძიება და ინფორმაციის გადაცემა სკოლის დანარჩენი მოსწავლეებისათვის.- 16-19 ნოემბერი
· სამი
ეკლესია - კვირაცხოვლობის ეკლესია,
ღვთისმშობლის ეკლესია, წმ. ახალსოფელი თავწმინდა გიორგის ეკლესია..
· მოსწავლეები თემის მიხედვით დაიყვნენ
ჯგუფებად,. თითოეულმა ჯგუფმა დაა სუფთავა: სკოლის წინ მდებარე ეკლესიის
ტერიტორია,
ს
წმ. გიორგისა და ღვთისმშობლის ეკლესია.
·
უხუცესებთან,
ისტორიკოსებთან,ფილოლოგებს ესტუმრნენ ,
მოინახულეს სოფლის ძეგლები, მოიძიეს
ისტორია და ინფორმაცია გადაცეს სკოლის დანარჩენ მოსწავლეებს.
ამოცანა 5 .ა.მოპოვებული
ფოტო-ვიდეო მასალის გავრცელება სოციალური
ქსელის
მეშვეობით.(20-24- ნოემბერი)
ბ.ბუკლეტების
დამზადება და გავრცელება(25-26 ნოემბერი)
გ. პროექტის პრეზენტაცია,
სკოლაში- შეჯამება (27ნოემბერი)
დავგეგმეთ პროექტის პრეზენტაცია.მოსწავლეებმა მოაწყვეს პოსტერების გამოფენა და გააკეთეს პრეზენტაცია სხვა კლასის მოსწავლეების,
მშობლებისა და პედაგოგების წინაშე.
წარმოადგინეს საბოლოო პროდუქტი კედლის გაზეთისა და სლაიდ შოუს
სახით. პრეზენტაციის
დამთავრების შემდეგ მოვახდინე მოსწავლეთა შეფასება: მოსწავლეების შეფასების ფორმა განმავითარებელი კომენტარებია. შეფასდნენ პროექტის სამივე ეტაპზე:
1. შეფასდა
მათი ინტერესები და წინარე ცოდნა;
2.
თანამშრომლობის
უნარი, ინფორმაციის მოძიების და დახარისხების უნარი;
3. პრეზენტაციაზე
შეფასდა მათი საპრეზენტაციო და შემოქმედებითი
უნარები.
შევაჯამეთ პროექტი, ვისაუბრეთ ამ პროექტის
ძლიერ მხარეებზე, განვიხილეთ სუსტი მხარეებიც, რასაც მომავალში გავითვალისწინებთ.
|
|
11.მონიტორინგი: მონიტორინგი მოხდება
გზადაგზა, ყოველი ეტაპის შემდგომ, გათვალისწინებული იქნება რეკომენდაციები.
12.ინდიკატორები:
მოსწავლეთა, მშობელთა, თემის წარმომადგენელთა
უკუკავშირები,პროექტის ხელმძღვანელის ანგარიში განხორციელებული საქმიანობების შესახებ.
|
|
13.
პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხარვეზები და მათი თავიდან აცილების გზები:
·
პროექტის განხორციელების დროს შესაძლებელია შეიქმნას ქაოსური მდგომარეობა.
·
შეიძლება სირთულეები წარმოიშვას მშობელთა ჩართულობის
მხრიდანაც.ამისათვის დავგეგმავ მათთან ინდივიდუალურ კონსულტაციებს. ვესაუბრები მათ პროექტის აქტუალობასთან
დაკავშირებით და ავუხსნი რამდენად მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა მოსწავლეებში ჯანსაღი
ცხოვრების დამკვიდრებაში.
|
|
პროექტის მდგრადობა:
დაინერგება პერიოდულად
სოფლის დასუფთავება,შეიქმნება სტენდები, პრეზენტაციები, რისი საშუალებითც
მოსწავლეები გაეცნობიან სოფლის კულტურულ ობიექტებს. ყოველი აქტივობა ხელს
შეუწყობს მოსწავლეებში სხვადასხვა უნარების განვითარებას, რაც აუცილებელია
მოზარდის სრულფასოვნად ჩამოყალიბებისათვის.
|
პროექტის შეფასების რუბრიკა
|
მაღალი
|
მოსწავლე მზად
არის მაქსიმალურად შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში და მიაწოდოს მას რაც
შეიძლება მეტი გამოსადეგი იდეა, მას ყოველთვის შეუძლია ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს
მოუსმინოს, გაითვალისწინოს და განავითაროს.
|
|
საშუალოზე მაღალი
|
მოსწავლე მზად
არის შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში. მას უმეტესად შეუძლია ჯგუფის სხვა
წევრების წინადადებებს მოუსმინოს, გაითვალისწინოს და განავითაროს.
|
|
საშუალო
|
მოსწავლე ნაწილობრივ
არის მზად შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში, იგი ხშირტად უსმენს სხვა წევრებს,
ითვალისწინებს მათ წინადადებებს და ცდილობს მათ განვითარებას.
|
|
საშუალოზე დაბალი
|
მოსწავლეს იშვიათად
შეაქვს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში, იგი იშვიათად უსმენს ჯგუფის სხვა წევრების
წინადადებებს, ნაკლებად ითვალისწინებს და თითქმის არ ცდილობს მათ განვითარებას.
|
|
დაბალი
|
მოსწავლეს თითქმის
არ შეაქვს წვლილი ჯგუფის მუშაობაში, იგი არ უსმენს, არ ითვალისწინებს, არ ცდილობს
ჯგუფის სხვა წევრების წინადადებების განვითარებას.
|
რეფლექსია პროექტის
განხორციელებაზე
სოციალური პროექტის : ,, ჩემი სოფლის ღირსშესანიშნაობები ’’- სსიპ ყვარლის
მუნიციპალიტეტის სოფელ
გავაზის
საჯარო სკოლაში განხორციელდა
11.11.2019წ-დან 27.11.2019 წ. ჩათვლით. მასში
ჩაერთო მეორე კლასის მოსწავლეები,მშობლები,პედაგოგები,თემის ახალგაზრდები.
ერთ-ერთ კლასში კლასის საათის ჩატარებისას
გაირკვა, რომ მოსწავლეები ფლობენ მწირ ინფორმაციას სოფლის
ღირსშესანიშნაობებზე,აქვე გულისტკივილი გამოთქვეს დაბინძურებულ მდინარის ნაპირების
გამო.
დაიბადა პროექტის
განხორციელების იდეა, რომლის მიზანიც იქნებოდა სოფლის
ღირსშესანიშნაობების ისტორიის შესწავლა,თემის წევრების ჩართულობის გაზრდა სოფლის
ცხოვრებაში.ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, მოსწავლეებში სოციალური
უნარების განვითარება.
მოსწავლეებთან ერთად ჩამოვაყალიბე გეგმა და
დავსახეთ სათანადო ამოცანები, შესაბამისად მიზნის მისაღწევი აქტივობები, გავაცანით
გეგმა სკოლის მოსწავლეებსა და ადმინისტრაციას, მოვიწვიეთ თემის წარმომადგენლები. ჩამოვაყალიბეთ
მობილური ჯგუფები, რომელთაც უბნენის მიხედვით დაასუფთავეს მოსახლეობასთან ერთად
სოფლის ტერიტორიები. გავაკარით პლაკატები მოწოდებით: „ნუ დააბინძურებთ“, და ა.შ, მოსწავლეები ესტუმრნენ სოფლის
უხუცესებს, ფილოლოგებს ისტორიკოსებს და ძეისწავლეს სოფლის კულტურულ ძეგლებზე
არსებული მასალა,
შეძენილი ცოდნა და
გამოცდილება მოსწავლეებმა გაუზიარეს სხვებსაც, გამოუშვეს სტენდები, ინფორმაცია და
ფოტო მასალა განათავსეს სოციალურ ქსელში, რითაც მოხდა ეკოლოგიური პრობლემის
მოგვარების და საკუთარი სოფლის ისტორიის ცოდნის უცილებლობის პოპულარიზაცია.
პროექტი სრულიად
შეესაბამებოდა საჭიროებებს და პარალელს ავლებდა
ზოგადი განათლების მიზნებს.
პროექტი მიმდინარეობდა გეგმის მიხედვით,მასში ასახული აქტივობები მორგებული იყო მოსწავლეთა ინტერესებზე
და საჭიროებებზე. პროექტის მსვლელობისას ფუნქციები გადანაწილებული იყო მოსწავლეთა შესაძლებლობეზე ,მათი ძლიერი მხარეების
გათვალისწინებით. პროექტში ჩართული მოსწავლეები შეფასდნენ წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით და საუკეთესო მონაწილეებს
დავალჯილდოეთ „საპატიო მოსწავლის ტიტულით“. პროექტი ყველაზე წარმატებული იყო კონფერენციის და
მხიარული სტარტების დროს . პროექტის განხორციელების პერიოდში გამოვლინდა მცირე ხარვეზები ,რადგანაც პროცესი იყო მცირედ ქაოსური.
სამომავლოდ მოსწავლეთა ჩართულობისას ყურადღებას გავამახვილებ მათ ქცევაზე და
აქტივობებში მაქსიმალურად ჩართვაზე.


Comments
Post a Comment