სოციალური პროექტი
,,არ დაწვათ ფოთლები
პროექტის ხელმძღვანელი: მარიამ
იმედაშვილი
სამიზნე ჯგუფი: მეორე კლასი
პროექტის თემა : „,,არ დაწვათ ფოთლები “
პროექტზე მუშაობის ვადები:
დასაწყისი 14.11.2019წ
დასასრული : 18.11.2019
პროექტის აქტუალურობის დასაბუთება, პრობლემის ანალიზი:
შემოდგომა სიკეთის მომტანია არა მხოლოდ უხვი მოსავლის გამო, არამედ ჩამოცვენილი ფოთლები და მისგან დამზედებული ბუნებრივი სასუქი (კომპოსტი) ერთ-ერთი საუკეთესოა სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებლად. საზოგადოებაში არასწორადაა დამკვიდრებული ჩვევა, როდესაც შემოდგომით ფოთლებს აგროვებენ და წვავენ, ამით პირდაპირი ზიანი ადგება გარემოს, წვის შედეგად გამოფრქვეული ემისიების და სხვა მავნე ორგანიზმების გამო.
თემა აქტუალურია იმდენად, რამდენადაც ემთხვევა წელიწადის ამ პერიოდს. პროექტში მონაწილეობა ბავშვებს, მშობლებს და პროექტის სხვა ავტორებს აუმაღლებს ცოდნას და შესძენს განსხვავებულ დამოკიდებულებებს ბუნებასთან, არასწორი ჩვევით გამოწვეულ ეკოლოგიურ პრობლემებთან. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ადვილად შეძლებენ მოიძიონ თემასთან დაკავშირებული მასალები და გაგვიზიარონ საკუთარი ემოციები.
კავშირი ზოგადი განათლების
ეროვნულ მიზნებთან-თან:
საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში მიღებული გამოცდილების საფუძველზე მოზარდმა უნდა შეძლოს:
ბ)
ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა:
მოზარდმა
უნდა იცოდეს, რა ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს გარემოს
ადამიანის ამა თუ იმ მოქმედებამ, როგორ შეინარჩუნოს და დაიცვას ბუნებრივი გარემო;
ზ) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან:
სასკოლო განათლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ საზოგადოების მომავალ წევრებს განუვითაროს ზოგადი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები (წერა, კითხვა, მეტყველება, მოსმენა), საორგანიზაციო და ჯგუფური მუშაობის ჩვევები, მათ შორის იმათ, ვისთვისაც საქართველოს სახელმწიფო ენა მშობლიური არ არის;
პროექტის მიზნები:
·
მოსწავლეები გაიგებენ ეკოლოგიაზე, შემოდგომის თანმხლები ერთ-ერთი ბუნებრივი პროცესის (ფოთოლცვენის) სარგებლიანობაზე, მის აქტიურ გამოყენებაზე ყოფით ცხოვრებაში. თანამშრომლობისა და მარტივი შრომითი საქმიანობის უნარ-ჩვევების ფორმირება;
·
მოსწავლეებში სოციალური და შემოქმედებითი უნარების განვითარება.
გრძელვადიანი მიზნები:
მოზარდმა უნდა იცოდეს, რა ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს, რა ზიანი
შეიძლება მიაყენოს გარემოს ადამიანის ამა თუ იმ მოქმედებამ, როგორ შეინარჩუნოს და
დაიცვას ბუნებრივი გარემო;
მოსალოდნელი შედეგები: პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას რატომ არ უნდა დავწვათ
შემოდგომაზე ფოთლები.ფოთლების დაწვის შემდეგ რა მავნე ნივთიერებები გამოიყოფა გარემოში.
გაიგებენ კოპტონის სარგებლიანობაზე. მიღებულ ინფორმაციას გაავრცელებენ თემში.
მოსწავლეებს
განუვითარდებათ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები:
·
კრიტიკული აროვნება და პრობლემის
გადაჭრის უნარი;
·
შემოქმედებითი უნარები;
·
კომუნიკაციის უნარები;
·
დამოუკიდებელი აზროვნების უნარები.
პროექტისთვის
საჭირო ძირითადი რესურსები: ფლომასტერები, სახატავი ფურცლები,
ფორმატის ქაღალდი, ფერადი ქაღალდები, კომპიუტერი, ფოთლები, სოფლის ნობათი. ელექტრონული
რესურსი:
სამიზნე ჯგუფი : დაწყებითი კლასის მოსწავლეები,საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, თემი (სკოლა, საზოგადოება, სახელმწიფო)
პროექტში მონაწილეთა გამოცდილება - მოსწავლეებმა იციან ინტერნეტში მასალის მოძიება, ინფორმაციის დახარისხება,რაშიც დაეხმარებიან მშობლები. გვყავს მხატვარი მოსწავლეები, რომელთა დახმარებით დავამზადებთ პოსტერს კონფლიქტების
დემოკრატიული გზით გადაჭრის გზასთან დაკავშირებით და თვალსაჩინო
დაფაზე (მაგ. სკოლის შემოსასვლელში) განვათავსებთ.
პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგია:
პროექტის მსვლელობისას აწარმოონ შუალედური წერილობითი ანგარიშები, დღიურებში დააფიქსირონ შენიშვნები , შემდეგ კი ერთმანეთს გაუზიარონ, ითანამშრომლონ ერთმანეთთან, რეკომენდაციები გაითვალისწინონ უკეთესი შედეგების მიღწევისთვის.სადისკუსიო და შემაჯამებელი კითხვების დასმა ხდება მთელი პროექტის განმავლობაში,რადგან შემოწმდეს მოსწავლის სააზროვნო უნარები და მიეცეს ანალიზი- სინთეზის გზით არგუმენტირებული პასუხების შესაძლებლობა.
პროექტის
მიმდინარეობისას მასწავლებელი არის ფასილიტატორი და აწარმოებს დაკვირვებას. საჭიროების
შემთხვევაში ახდენს დროულ ჩარევას და განმავითარებელი კომენტარის მიცემას. პროექტის
შეფასების ინდიკატორები შემუშავებულია მოსწავლეთა ჩართულობით.
პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხარვეზები და მათი თავიდან აცილების გზები:
სოციალური პროექტი რთული დასაგეგმი და განსახორციელებელია, რადგან სცილდება საკლასო ოთახს და აქტივობები ტარდება სკოლის გარეთაც. ერთ-ერთი რისკია ის რომ,შეიძლება შეგვექმნას ხარჯებთან დაკავშირებული პრობლემები. ამისათვის დახმარებას ვთხოვ მშობლებს, დავგეგმავ მათთან კონსულტაციებს. ასევე, პროექტს დეტალურად დავგეგმავ,თანხას გამოვიყენებ მიზნობრივად და ვეცდები ხარჯების მინიმუმამდე დაყვანას. თუ საჭიროდ ჩავთვლი დახმარებას ვთხოვ თემს(სკოლას,მშობლებს,მოსახლეობას).
შეიძლება სირთულეები წარმოიშვას მშობელთა ჩართულობის მხრიდანაც.ამისათვის დავგეგმავ მათთან ინდივიდუალურ და ჯგუფურ კონსულტაციებს ,ავუხსნი მათ,რომ მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა მიმდინარე მოვლენებში.
პროექტის მიმდინარეობა, აქტივობები:
I.
14 ნოემბერი- საინიციატივო ჯგუფის შექმნა სამოქმედო გეგმის შემუშავება (ფუნქციების და დავალებების განაწილება,დროის ლიმიტის განსაზღვრა) , პრობლემის შესწავლა და კვლევის ჩატარება.
შევქმენით საინიციატივო ჯგუფი.მოსწავლეებმა
შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა. გადაინაწილეს ფუნქციები და დავალებები,თავადვე განსაზღვრეს
ვადები,რომელ აქტივობას რა დროში გააკეთებდნენ.
პრობლემა შეისწავლეს, მოიძიენს ინფორმაცია სკოლის ბიბლიოთეკაში,ასევე ინფორმაცია
მოიძიეს ინტერნეტით. მოეწყო ვიდეო რგოლის ჩვენება
შემდეგ იმსჯელეს აღნიშნულ საკითხებზე.ანუ ფოთლების წვის შედეგად რა მავნე ნივთიერებები გამოიყოფა
ჰაერში, რომელიც საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
II.
15 ნოემბერი
- წავიკითხეთ მოთხრობა რევაზ ინანიშვილის
„ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი“. რასაც მოყვა მისი განხილვა. ამის შემდეგ მოსწავლეებმა აღწერეს
შემოდგომის შემოსვლა თავიანთ სოფლებში.
III.
16 ნოემბერი; ინტერვიუების ჩატარება
მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ
გაეაზრებინათ უფროსკლასელების (კლასი) შეხედულებები აღნიშნულ საკითხზე..გამოკითხეს
სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები,თემის მოსახლეობა. აწარმოეს ინტერვიუები. ჩანაწერები
გააკეთეს დღიურში.მოსწავლეებს საშუალება ექნებათ გაიზიარონ უფროსკლასელების შეხედულებები აღნიშნულ საკითხზე. იმსჯელეს ეკოლოგიურ პრობლემებზე, რომელიც ფოთლების წვასთან არის დაკავშირებული და იმ სარგებელზე რაც ფოთლის ნეშომპალად ქცევამ შეიძლება გამოიწვიოს. შეაგროვეს
ფოთლები და ყვავილები, რომლებიც შეინახეს სასწავლო წიგნებში.
ჯგუფს მიეცემა დავალება, მაქსიმალურად გაუზიარონ სხვებსაც მიღებული ინფორმაცია, რათა შემცირდეს გარემოში ამ გზით გამოწვეული პრობლემები.
IV.
17 ნოემბერი გამოსახულებებისა და სურათების ინტერპრეტირება
ვიზუალური მასალის მომზადება ( ბუკლეტების ) და გავრცელება თემში;პოსტერების შექმნა ; მოსწავლეებმა შექმნეს
ნახატები შთაბეჭდილებების მიხედვით. იმსჯელეს ერთმანეთის ნამუშევრებზე. უფროს კლასელების
დახმარებით იმუშავეს გასავრცელებელ საცნობარო ბარათებზე,დაამზადეს ბუკლეტები და გაავრცელეს
თემში.
V.
18 ნოემბერი - მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე
ტერიტორიაზე შეაგროვეს სხვადასხვა ფერის და ფორმის ფოთლები, ტოტები. დაამზადეს ჰერბარიუმი.
VI.
19 ნოემბერი - პრეზენტაცია, პროექტის შეჯამება, შეფასება.
დავგეგმეთ პროექტის პრეზენტაცია. მოაწყვეს საკუთარი ნაშრომების გამოფენა (ჰერბარიუმი, ნახატები და სხვა), მოწვეული სტუმრებისთვის გაიმართება პრეზენტაცია და მოსწავლეები გაუზიარებენ საკუთარ შთაბეჭდილებებს და მიღებულ ცოდნას პროექტის ფარგლებში.
პრეზენტაციის დამთავრების შემდეგ მოვახდინე მოსწავლეთა შეფასება: მოსწავლეების შეფასების ფორმა განმავითარებელი კომენტარებია. შეფასდნენ პროექტის სამივე ეტაპზე:
1. შეფასდა მათი ინტერესები და წინარე ცოდნა;
2. თანამშრომლობის უნარი, ინფორმაციის მოძიების და დახარისხების უნარი;
3. პრეზენტაციაზე შეფასდა მათი საპრეზენტაციო და შემოქმედებითი უნარები.
შევაჯამეთ პროექტი, ვისაუბრეთ ამ პროექტის ძლიერ მხარეებზე, განვიხილეთ
სუსტი მხარეებიც, რასაც მომავალში გავითვალისწინებთ.
პროექტი შევაფასეთ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
1. თემასთან კავშირი 1 2 3
4
2. საკითხის სიმწვავე 1
2 3 4
3. მოსწავლეთა ჩართულობა 1
2 3 4
4. მშობელთ ჩართულობა 1
2 3 4
5. თანამშრომლობა 1
2 3 4
6. მოსწავლეთა შეფასების
რუბრიკების ხარისხი 1 2 3
4
7. შემოქმედებითობა 1
2 3 4
ქულები: 1 - სუსტი,
2 - დამაკმაყოფილებელი, 3 - კარგი, 4 - საუკეთესო.
სოციალური პროექტი
„ არ დავწვათ ფოთლებ“-ის
რეფლექსია
სოციალური პროექტის : ,,არ დაწვათ
ფოთლები ’’- ყვარლის მუნიციპალიტეტის
სოფ. გავაზის საჯარო სკოლაში განხორციელდა 14.11.2019 წ-დან – 19.11.2019წ ჩათვლით. მასში ჩაერთო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები,მშობლები,პედაგოგები.
პროექტის მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებში
ეკოლოგიაზე, შემოდგომის თანმხლები ერთ-ერთი ბუნებრივი პროცესის (ფოთოლცვენის) სარგებლიანობაზე.
შემოდგომის თემატური ციკლის შესწავლის
შემდეგ გვქონდა თემის სრული განხილვა-შეჯამება,
რომელზეც მოხდა მხატვრული ნაწარმოებების ზეპირი აღქმა. მოსწავლეებმა
აღწერეს შემოდგომის შემოსვლა თავიანთ სოფლებში. პირველკლასელებს საშუალება ჰქონდათ გაეაზრებინათ უფროსკლასელების (კლასი) შეხედულებები
აღნიშნულ საკითხზე. პროექტის ფარგლებში მოხდა მსჯელობა ეკოლოგიურ პრობლემებზე, რომელიც
ფოთლების წვასთან არის დაკავშირებული და იმ სარგებელზე რაც ფოთლის ნეშომპალად ქცევამ
შეიძლება გამოიწვიოს. მოსწავლეებმა შეაგროვეს ფოთლები და ყვავილები, რომელიც შეინახეს სასწავლო წიგნებში. მოეწყო ვიდეო რგოლის
ჩვენება
ჯგუფმა შეასრულა დავალება, გაუზიარეს უფროსებს მიღებული ინფორმაცია, რათა შემცირდეს
გარემოში ამ გზით გამოწვეული პრობლემები.
მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები შთაბეჭდილებების მიხედვით.
იმსჯელეს ერთმანეთის ნამუშევრებზე. უფროს კლასელების დახმარებით იმუშავეს გასავრცელებელ
საცნობარო ბარათებზე.
პროექტის მონაწილეებმა შეგროვილი ფოთლებისა და ყვავილებისგან დაამზადეს
ჰერბარიუმები. მოეწყო ვიდეო ჩვენება „როგორ დავამზადოთ ბუნებრივი სასუქი ფოთლებისგან“,
რასაც ესწრებოდა სასკოლო საზოგადოება.
შეგროვილი მასალებისგან
(ხილი, ფოთლები და სხვა) მოეწყო საშემოდგომო
კუთხე, საკუთარი ნაშრომების გამოფენა (ჰერბარიუმი, ნახატები და სხვა), მოწვეული სტუმრებისთვის
გაიმართა პრეზენტაცია და მოსწავლეებმა გაუზიარეს საკუთარი შთაბეჭდილებები და მიღებული ცოდნა პროექტის ფარგლებში.
ამდენად, ვთვლი, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდა.
ეროვნული სასწავლო გეგმაში მოცემული მიზნების შესაბამისად.
პროექტის განხორციელების პერიოდში გამოვლინდა მცირე ხარვეზები ,რადგანაც პროცესი იყო მცირედ ქაოსური. სამომავლოდ მოსწავლეთა ჩართულობისას ყურადღებას გავამახვილებ მათ ქცევაზე და აქტივობებში მაქსიმალურ ჩართვაზე.
Comments
Post a Comment