პროექტის ხელმძღვანელი: მარიამ იმედაშვილი
სამიზნე ჯგუფი:  II  კლასი
პროექტის თემა:  „სოციალური ინკლუზია“

პროექტზე მუშაობის ვადები:
    დასაწყისი-20.10.2019 დასასრული-29.10.2019 :

პროექტის აქტუალურობის დასაბუთება, პრობლემის ანალიზი:

სოციალური ინკლუზია გულისხმობსსაზოგადოება ყველასათვისარსებობას, სადაც თითოეული ადამიანი არის განსხვავებული, თუმცა ერთნაირ პირობებშია მოქცეული.განათლების ხელმისაწვდომობა,განურჩევლად უნარშესაძლებლობისა, სოციალური,პოლიტიკური თუ ეთნიკური კუთვნილებისა,ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. სკოლის საგანმანათლებლო რეფორმის ამოსავალ წერტილს მოსწავლე და მისი მოთხოვნები წარმოადგენს.შესაბამისად,სასწავლო პროცესი ისე უნდა იყოს დაგეგმილი,რომ განსხვავებული შესაძლებლობისა და მოთხოვნის მქონე მოსწავლეთა საჭიროებები დაკმაყოფილდეს.
  მოსწავლეები  საზოგადოებაში ხშირად ხვდებიან ამ სახის ადამიანებს.. თუნდაც ხშირია ისეთი შემთხვევა,როცა ქუჩაში მიმავალ შშმ ადამიანებს სხვები დაცინვით, ქვების სროლით, „შტვენით“ მიაცილებენ. ეს პრობლემა რომ აღმოვფხვრათ საზოგადოებაში, დაბალი ასაკიდანვე უნდა გავუღვიძოთ მოსწავლეებს ემპათიის უნარი, ასეთი ინკლუზიური მოსწავლეების მიმართ თანადგომისა და თანამშრომლობის უნარი. უნდა გვიყვარდეს და მივიღოთ ისინი როგორებიც არიან.      ამ პროექტით მოსწავლეები  პრობლემას რეალურ  ცხოვრებაში  ღრმად გაიაზრებენ და თავს იგრძნობენ  საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. პროექტი ჩვენს მოსწავლეებს შესძენს ცოდნას, დამოკიდებულებას  და გამოუმუშავებს  მაღალ სააზროვნო უნარებს.  შედეგად ბავშვები და თემის  ახალგაზრდები შეძლებენ წარმოაჩინონ და ფორმულირება გაუკეთონ საკუთარ ინტერესებს და  აქტიურად იქონიონ გავლენა შექმნილ გარემო ვითარებაზე.
კავშირი ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან-თან:
საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში მიღებული გამოცდილების საფუძველზე მოზარდმა უნდა შეძლოს:

) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან:
სასკოლო განათლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ საზოგადოების მომავალ წევრებს განუვითაროს ზოგადი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები (წერა, კითხვა, მეტყველება, მოსმენა), საორგანიზაციო და ჯგუფური მუშაობის ჩვევები, მათ შორის იმათ, ვისთვისაც საქართველოს სახელმწიფო ენა მშობლიური არ არის;
მუხლი 48. ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები
3. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები:
) სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია. სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია გულისხმობს სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვა.
პროექტის  მიზნები:
·      ცნობიერების ამაღლება  მოსწავლეებში ინკლუზიური განათლების არსის და 
მიდგომების შესახებ.  
·      მიღებული ცოდნით აღმოიფხვრას სასკოლო სივრცეში  დისკრიმინაციული გამოვლინების ფაქტები და ჩამოყალიბდეს პოზიტიური , თანასწორუფლებიანი გარემო.


გრძელვადიანი მიზნები:

მოსწავლემ შეძლოს  ადამიანის უფლებების დაცვა და პიროვნების პატივისცემა, რომელსაც იგი გამოიყენებს საკუთარი და სხვისი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. მოზარდს უნდა შეეძლოს ადამიანის არსებითი უფლებების შესახებ მიღებული თეორიული ცოდნის განხორციელება და ამ პრინციპებით ცხოვრება.

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ფერადი ფანქრები, სახატავი ფურცლები, ფორმატის ქაღალდი, ფერადი ქაღალდები, კომპიუტერი,პროექტორი,აუდიო მოწყობილობა, მუყაოს ყუთები, ინტერნეტი,პრინტერი და სხვა.

პროექტის ბენეფიციარები:  
      სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლებითვითმმართველობის  მოსწავლეები  ან  მოსწავლეთა კლუბითემი.


   მოსალოდნელი შედეგები:
     პროექტი  მისცემს  მოსწავლეებს ,მშობლებს,თემს შესაძლებლობას  გაიაზრონ  პრობლემის არსი, გაეცნონ კონკრეტული  სიტუაციებს  ,ყურადღებით შეაფასონ  დისკრიმინაციის  უარყოფითი მხარეები და პრიორიტეტებად დაისახონ მოზარდის პიროვნული განვითარება. მოსწავლეებს განუვითარდებათ თანამშრომლობითი უნარები, იქნებიან შემწყნარებლები, ეცოდინებათ როგორ გამოიყენონ საკუთარი უფლებები  და არ შეზღუდონ სხვისი.
მოსწავლეებს განუვითარდებათ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები:
კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი;
შემოქმედებითი უნარები;
დამოუკიდებელი აზროვნების უნარები.

პროექტში მონაწილეთა გამოცდილებამოსწავლეებმა იციან ინტერნეტში მუშაობა, მასალის მოძიება, ინფორმაციის დახარისხება მშობლის დახმარებით. გვყავს მხატვარი მოსწავლეები, რომელთა დახმარებით დავამზადებთ პოსტერს პრობლემის  დემოკრატიული გზით გადაჭრის გზასთან დაკავშირებით და თვალსაჩინოდ   დაფაზე (მაგ. სკოლის შემოსასვლელში) განვათავსებთ. სსსმ მოსწავლეს დავავალებთ დახატვას.



პროექტის მონიტორინგი და შეფასება:

1.    თემატური სამუშაო ჯგუფების შექმნა;
2.    სამოქმედო გეგმის შემუშავება (ფუნქციების და დავალებების განაწილება,დროის ლიმიტის განსაზღვრა)
3.    პრობლემის შესწავლა და კვლევითი დავალებები (თემატური პრეზენტაციები);
4.    როლური თამაში,
5.    ფილმის ჩვენება -განხილვა
6.    შეხვედრა სკოლის ექიმთან (საუბარი დაუნის და აუტიზმის სინდრომის შესახებ)
7.    საუბარი სპეც.პედაგოგებთან აღნიშნულ საკითხებზე
8.    მშობლების შეხვედრა და ინფორმირება ინკუზიური განათლების მიდგომებზე,
9.    ნახატების გამოფენა
10.                        ვიზუალური მასალის მომზადება ( ბუკლეტებისდა გავრცელება თემში;
11.                        ინფორმაციის მოძიება ბიბლიოთეკებში
12.                        ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში
13.                        პოსტერების შექმნა
14.                        გამოფენის მოწყობა
15.                        პრეზენტაციების დაგეგმვა და გამართვა
16.                        პროექტის შეჯამებაშეფასება.



პროექტის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მოსწავლეების მეტი ინფორმირებულობა , ცნობიერების ამაღლება ;პრობლემის არსის ადეკვატური შეფასება-გააზრება;პრევენციული მექანიზმების შესახებ ინფორმირებულობა.   
მიღწეული შედეგები იქნება მდგრადი, რადგან ისინი საკუთარ თავზე გამოცდიან სსსმ მოსწავლის მდგომარეობას, სიღრმისეულად გაიაზრებენ პრობლემას და პროექტისგან მიღებული შთაბეჭდილება და განცდები   მთელი ცხოვრების მანძილზე ემახსოვრებათ .

პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგია:
მოსწავლეებმა პროექტის მსვლელობისას აწარმოონ შუალედური წერილობითი ანგარიშები, დღიურებში დააფიქსირონ შენიშვნები , შემდეგ კი ერთმანეთს გაუზიარონ, ითანამშრომლონ ერთმანეთთან, რეკომენდაციები გაითვალისწინონ უკეთესი შედეგების მიღწევისთვის.სადისკუსიო და შემაჯამებელი კითხვების დასმა ხდება მთელი პროექტის განმავლობაში,რადგან შემოწმდეს მოსწავლის სააზროვნო უნარები და მიეცეს ანალიზი- სინთეზის გზით არგუმენტირებული პასუხების შესაძლებლობა. დღიურებიდან მოსწავლეების პასუხები და მინიშნებები გვაწვდიან ინფორმაციას, როგორ დააკავშირეს ნაშრომები პროექტის ფართო მნიშვნელობის საკითხებთან.თანასწორთა უკუკავშირის ფორმა შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, გაითავისონ სამუშაოს ხარისხი და გააკეთონ საბოლოო შედეგის შესწორება. პროდუქტები- რუბრიკებისა და ქულებისა მინიჭების ფორმა ხელს უწყობს  მოსწავლის პროგრესს და მიღწევებს, იჩენენ ძალისხმევას,ასახავს სწავლის შედეგს. შესრულებები ხელს უწყობს არტისტული, შემოქმედებითი უნარების დემონსტრირებას.ამაღლებს მოტივაციასა და ჩართულობას სასწავლო პროცესში.
 
   
პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხარვეზები და მათი თავიდან აცილების გზები: 

·      სოციალური პროექტი რთული დასაგეგმი და განსახორციელებელია. ერთ-ერთი რისკია პროექტის განხორციელების  დროს შესაძლებელია შეიქმნას  ქაოსური მდგომარეობა.
·      შეიძლება სირთულეები წარმოიშვას მშობელთა ჩართულობის მხრიდანაც.ამისათვის დავგეგმავ მათთან ინდივიდუალურ და ჯგუფურ კონსულტაციებს ,ავუხსნი მათ,რომ მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა სკოლაში მიმდინარე მოვლენებში.

        პროექტის იდეა გაჩნდა მოსწავლეებისგან, როცა დავინახე,რომ მათ ინკლუზიური სწავლების არსი კარგად არ ესმოდათ. ზოგიერთი მოსწავლე ასეთ ბავშვებს მეტისმეტად სიბრალულით ექცეოდა, ზოგი კი- ერიდებოდნენ და დასცინოდნენ კიდეც.


პროექტის მსვლელობა, შეხვედრები:
1)  პირველი შეხვედარა:   20 ოქტომბერი
      თემატური სამუშაო ჯგუფის შექმნა, სამოქმედო გეგმის შემუშავება
შევქმენი თემატური სამუშაო ჯგუფი. შევისწავლეთ პრობლემებიმოსწავლეებს განვუმარტე პროექტის მიზანი, გავაცანი პროექტებით სწავლების მეთოდის მიმდინარეობა და ის წესები, როგორც უნდა წარიმართოს პროექტი. წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით გავმართე დიალოგი მოსწავლეებთან. ვსაუბრობდით ინკლუზიაზე,რა იცოდნენ მასზე. შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა (ფუნქციების და დავალებების განაწილება,დროის ლიმიტის განსაზღვრა).
1)  მეორე შეხვედრა: 22 ოქტომბერი
მოსწავლეებმა  ითამაშეს როლებში,მოირგეს უსინათლოს ,ყრუ-მუნჯის და ეტლით მოსარგებლე ადამიანის  როლი,ხოლო შემდეგ გამოთქვამდნენ საკუთარ აზრს და მსჯელობდნენ რა გრძნობა გაუჩნდათ შექმნილი სიტუაციის დროს.

 3)მესამე შეხვედრა: 23 ოქტომბერი
   მოვიძიეთ ინფორმაცია ინტერნეტში, ბიბლიოთეკაში, ვნახეთ ფილმი. ფილმის დამთავრების შემდეგ მოვახდინეთ მისი განხილვა.
4) მეოთხე შეხვედრა: 25 ოქტომბერი
მოსწავლეებმა  თემასთან დაკავშირებით შეასრულეს ნახატები, ბუკლეტები, რომელიც გაავრცელეს თემში.
5)მეხუთე შეხვედრა : 27 ოქტომბერი
შევხვდით სკოლის ექიმს ,ვისაუბარეთ დაუნის და აუტიზმის სინდრომის შესახებ.  ასევე მოსწავლეები  გაესაუბრნენ  სპეც.პედაგოგს  აღნიშნულ საკითხებზე.
6)მეექვსე შეხვედრა: 28 ოქტომბერი
მოსწავლეთა ჩართულობით ჩავატარეთ  კონფერენცია                  ,, „გამიგე,მიმიღე,შემიყვარე“

 7) მეშვიდე  შეხვედრა: 29 ოქტომბერი
   პროექტის პრეზენტაცია/ შეფასება
     ცნობიერების გაზრდის მიზნით პრეზენტაცია  მოეწყო მშობლებთან და თემის ახალგაზრდებთან  ინკლუზიური განათლების მიდგომების შესახებ. გამოიფინა მოსწავლეთა მიერ  შესრულებული  ნახატები.
  პრეზენტაციის დამთავრების შემდეგ მოვახდინე მოსწავლეთა შეფასება: მოსწავლეების შეფასების ფორმა განმავითარებელი კომენტარებია. შეფასდნენ პროექტის სამივე ეტაპზე:
1. შეფასდა მათი ინტერესები და წინარე ცოდნა
2. თანამშრომლობის უნარი, ინფორმაციის მოძიების და დახარისხების უნარი
3. პრეზენტაციაზე შეფასდა მათი საპრეზენტაციო უნარები და შემოქმედებითი უნარები.
  ბოლოს მოვახდინეთ პროექტის შეჯამება/შეფასება. მოსწავლეებს დავუსვი კითხვები:რა ვისწავლეთ პროექტის განხორციელებისას? რა უნარები გამოვიმუშავეთ? რომელი აქტივობები მოგეწონათ ყველაზე ძალიან? რატომ? რა იყო პროექტის ძლიერი და სუსტი მხარეები? ....


დასკვნა:

    ეს პროქტი გარკვეულ დახმარებას გაუწევს  მასწავლებლებს სოციალური პროექტების დაგეგმვისას. ვინაიდან, ბავშვებისთვის  პროსოციალური ქცევის(ქცევა,რომელიც სხვა ადამიანების კეთილდღეობისკენაა მიმართული) წახალისება და მისი რეფლექსია მნიშვნელოვანია კლასის ერთობის, სკოლის საერთო კულტურისა და ფიზიკურად  უსაფრთხო სასკოლო გარემოს ფორმირებაში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პროსოციალური ქცევის წახალისება შესაძლოა, სასკოლო ბულინგის პრევენციის მიზნითაც გამოვიყენოთ.









პროექტის შეფასების კრიტერიუმები:

1.    თემასთან კავშირი                                                              1        2         3      4


2.    საკითხის სიმწვავე                                                              1        2         3      4

3.    მოსწავლეთა ჩართულობა                                                 1        2         3      4

4.    მშობელთა ჩართულობა                                                     1        2         3      4

5.    თანამშრომლობა                                                                 1        2         3      4

6.    მოსწავლეთა შეფასების რუბრიკების ხარისხი              1        2         3      4

7.    შემოქმედებითობა                                                              1        2         3      4


ქულები: 1 - სუსტი, 2 - დამაკმაყოფილებელი, 3 - კარგი, 4 - საუკეთესო.





   
  სოციალური პროექტი „სოციალური ინკლუზია“

    რეფლექსია
        პროექტი  სახელწოდებით,  „სოციალური ინკლუზია“,ყვარლის მუნიციპალიტეტის გავაზის    საჯარო სკოლაში განხორციელდა  20.10.2019-დან  29.10.2019წ-ის  ჩათვლით.  მასში ჩაერთო სკოლის დაწყებითი საფეხურის მეორე კლასის მოსწავლეები,მშობლები,პედაგოგები.
        პროექტი მნიშვნელოვანია ,რადგანაც   მოსწავლეები,  რომლებიც არიან განსხვავებული შესაძლებლობების  მქონე   ხშირად განიცდიან  დისკრიმინაციას და საკუთარი უფლებების შელახვას. ინკლუზიური განათლება გამორიცხავს ბავშვების ნებისმიერ ფორმის დისკრიმინაციას. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ნებისმიერი გავრცელებული საგანმანათლებლო სისტემის შემთხვევაში, ბავშვების გარკვეული ნაწილი გარიყულია საზოგადოებისგან და  რჩება სასწავლო პროცესის მიღმა, ვინაიდან სისტემა არ არის მზად საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალურად მიუდგეს განსხვავებული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს.
   პროექტი მნიშვნელოვანია ,რადგანაც  რეალურ  ცხოვრებაში  მათ  გაიაზრონ და თავი იგრძნონ  საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. პროექტი ჩვენს მოსწავლეებს შესძენს ცოდნას, დამოკიდებულებას  და გამოუმუშავებს  მაღალ სააზროვნო უნარებს.  შედეგად ბავშვები და     თემის  ახალგაზრდები შეძლებენ წარმოაჩინონ და ფორმულირება გაუკეთონ საკუთარ ინტერესებსდამოუკიდებულებას და  აქტიურად იქონიონ გავლენა შექმნილ გარემო ვითარებაზე.
    პროექტი სრულიად შეესაბამებოდა საჭიროებებს და პარალელს ავლებს  ზოგადი განათლების მიზნებს.
 პირველ ეტაპზე  შევქმენი თემატური სამუშაო ჯგუფი. შევისწავლეთ პრობლემები
მოსწავლეებმა  ითამაშეს როლებში,მოირგეს უსინათლოს ,ყრუ-მუნჯის და ეტლითმოსარგებლე ადამიანის  როლი,ხოლო შემდეგ გამოთქვამდნენ საკუთარ აზრს და მსჯელობდნენ რა გრძნობა გაუჩნდათ შექმნილი სიტუაციის დროს. შემდგომ , მოვიძიეთ ინფორმაცია ინტერნეტში, ბიბლიოთეკაში, ვნახეთ ფილმი. ფილმის დამთავრების შემდეგ მოვახდინეთ მისი განხილვა.შეხვედრა მოხდა სკოლის ექიმთან (საუბარი დაუნის და აუტიზმის სინდრომის შესაებ). შემდეგ მოხდა მოსწავლეებთან  გასაუბრება სპეც.პედაგოგებთან აღნიშნულ საკითხებზე.მოსწავლეთა ჩართულობით ჩატარდა კონფერენცია                  ,, გამიგე,მიმიღე,შემიყვარე „. ცნობიერების გაზრდის მიზნით პრეზენტაცია  მოეწყო მშობლებთან და თემის ახალგაზრდებთან  ინკლუზიური განათლების მიდგომების შესახებ. გამოიფინა მოსწავლეთა მიერ  შესრულებული  ნახატები. მოსწავლეების მიერ მომზადდა ბუკლეტები   და გავრცელდა თემში.
    პროექტი მიმდინარეობდა გეგმის მიხედვით,მასში ასახული აქტივობები მორგებული იყო მოსწავლეთა ინტერესებზე და საჭიროებებზე. პროექტის მსვლელობისას ფუნქციები გადანაწილებული იყო   მოსწავლეთა შესაძლებლობეზე მათი ძლიერი მხარეების გათვალისწინებით. პროექტში ჩართული მოსწავლეები შეფასდნენ წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით და საუკეთესო მონაწილეებს გადავეცით მადლობის სიგელები.       პროექტი ყველაზე წარმატებული იყო კონფერენციის დროს,როდესაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები. აგრეთვე , როლური თამაშის და   დისკუსიის დროს. პროექტის განხორციელების პერიოდში  გამოვლინდა მცირე ხარვეზები ,რადგანაც  პროცესი იყო  მცირედ ქაოსური. სამომავლოდ მოსწავლეთა ჩართულობისას ყურადღებას გავამახვილებ მათ ქცევაზე და აქტივობებში მაქსიმალურად ჩართვაზე.


Comments

Popular Posts