სოციალური პროექტი

სკოლა
სსიპ  ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. გვაზის საჯარო სკოლა
სოციალური პროექტის სახელწოდება
“გიყვარდეთ, კაცნო, ერთმანეთი“

პროექტის ხელმძღვანელი

მასწავლებელი: მარიამ  იმედაშვილი
პროექტის ხანგრძლივობა
 3.12.2018-  21.12.2018 წწ.
მიზანი
მოსწავლეები მგრძნობიარენი გახდებიან სხვა ადამიანების ემოციური მდგომარეობისა და გრძნობების მიმართ,  შეძლებენ თანაგრძნობას, თანაგანცდას. ერთმანეთის და სხვათა მიმართ გამოავლენენ სიყვარულს, პატივისცემასა და ჰუმანურობას,  განუვითარდებათ ტოლერანტობის, მიმღებლობის, ჯანსაღი კომუნიკაციის, ემპათიის  უნარ-ჩვევები.
სტანდართთან
შესაბამისობა

მიმართულება: კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია
.მოსწავლემ უნდა შეძლოს თანაკლასელებთან თანამშრომლობით (წყვილში, გუნდში) შესასრულებელი სამუშაოს დაგეგმვა და განხორციელება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
1.ერთობლივი მუშაობისას (ღონისძიების  დაგეგმვა/განხორციელება, ნამუშევრის შექმნა წყვილშ/ჯგუფში) უზიარებს  თანაკლასელებს განსხვავებულ მოსაზრებებს, იდეებს, მათთან ერთად  იღებს  საერთო გადაწყვეტილებებს;
2.იჩენს            სხვებთან         თანამშრომლობის      ინიციატივას   და             ეხმარება თანაკლასელებს;
3.იცავს დროის ლიმიტს ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას;

პროექტის ვადები

სამიზნე ჯგუფი
 დაწყებითი საფეურის მოსწავლეები, თემი (მშობლები, სკოლა, საზოგადოება)
კავშირი მოსწავლეთა მიმდინარე სამუშაოებთან
მოსწავლეები, ზოგადად,  ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საზოგადოებაში გაზრდილია აგრესია, ხშირია ძალადობის ფაქტები. და რომ ამგვარ პრობლემას ჩვენ სიკეთე, სიყვარული, მიმტევებლობა  უნდა დავუპირისპიროთ.
პრობლემების ანალიზი

თანამედროვე ეპოქაში შესამჩნევია ერთი გარემოება: ბავშვები, რომლებიც კომპიუტერული ტექნოლოგიების საუკუნეში იზრდებიან, ნაკლებად მგრძნობიარენი გახდნენ სხვა ადამიანების ემოციური მდგომარეობისა და გრძნობების მიმართ, არ შეუძლიათ თანაგრძნობა, თანაგანცდა. უფრო მეტიც, დღეს მოზარდებში ჭარბობს აგრესია, კონფლიქტები. სამწუხაროდ, მედიით ხშირად ვისმენთ ფაქტებს, რომლებიც მოზარდებს შორის დაპირისპირებას შეეხება. საქმე გვაქვს მოსწავლეებში ემპათიის დეფიციტთან. მართალია, დღევანდელი ბავშვები ინტელექტუალური განვითარებით 20-30 წლის წინანდელ ბავშვებზე გაცილებით წინ არიან, მაგრამ ემოციური განვითარებით ძალიან ჩამორჩებიან მათ. ემპათია, თანაგანცდასხვა ადამიანის ემოციების, როგორც საკუთარის შეგრძნების და გაგების უნარითანდაყოლილია და ყველა ადამიანს აქვს, გარდა იშვიათი გამონაკლისებისა. ემპათია ხელს უწყობს ადამიანში ისეთი თვისებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა თანაგრძნობა, სიბრალული, წუხილი სხვისი გასაჭირის გამო. ემპათია გვეხმარება ურთიერთობაში, ადამიანებთან საერთო ენის გამონახვაში, მათ მორალურ დახმარებაში.



სწორედ ემპათიურმა ადამიანმა იცის, რას განიცდის მის გვერდით მდგომი. ამრიგად, ემპათია სხვა ადამიანის ემოციური მდგომარეობის გაგებაა თანაგანცდის და მის სუბიექტურ სამყაროში შეღწევის საშუალებით, მისთვის ემოციური მხარდაჭერის აღმოსაჩენად. ემპათია მოიაზრებს საკუთარი თავის სხვა ადამიანის ადგილას დაყენების, თანაგანცდის, ჩვენთან ურთიერთობის მქონე ადამიანის შინაგანი სამყაროს ემოციური და აზრობრივი შეფერილობის შენარჩუნების უნარს. ემპათია მეტ შესაძლებლობას იძლევა გრძნობებისა და ემოციებისათვის. ემპათია თანდაყოლილია, მაგრამ მას აუცილებლად სჭირდება განვითარება, რათა გამოვლინდეს. მისი განვითარების საუკეთესო პერიოდი კი ბავშვობაა. თუ დროულად არ ვიზრუნეთ ემპათიურობის განვითარებაზე, ჩვენ თვალწინ შეიძლება ჩამოყალიბდეს ემოციურად ბრმა და ემოციურად ყრუ ადამიანი. ადამიანი, რომელიც უყურებს, მაგრამ ვერ ხედავს და ისმენს, მაგრამ არ ესმის. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, აღნიშნული პრობლემა, ზოგადად, საზოგადოებასაც ახასიათებს. ხშირად ისიც გულგრილია სხვათა გასაჭირის მიმართ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, განმეხორციელებინა სოციალური პროექტი: „გიყვარდეთ, კაცნო, ერთმანეთი!“

















მოსალოდნელი შედეგები:
პროექტის განხორციელების შემთხვევაში ამაღლდება ემპათიის გრძნობა მოსწავლეებსა და თემში. ყველა ერთად  იზრუნებს ერთმანეთზე, გაუჩნდებათ თანაგრძნობისა და თანაგანცდის გრძნობა ერთმანეთის მიმართ, გაუწვდიან დახმარების ხელს სხვებს და და ამით მისაბაძნი გახდებიან დანარჩენთათვის.


 პროექტის მიზანი: ემპათიის უნარ-ჩვევების განვითარება და ჰუმანურობის ამაღლება მოსწავლეებსა და თემში, სოციალური, ჯანსაღი კომუნიკაციის, უნარ-ჩვევების გამომუშავება.

პროექტის მიზანი
მოკლევადიანი
მოსწავლეები:
      პროექტზე მუშაობით  გააცნობიერებენ, რა არის ემპათია?;
      მოახდენენ მათ ირგვლის არსებული მდგომარეობის ანალიზსა და შეფასებას;
      დასახავენ და განახორციელებენ პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო ღონისძიებეს;
      შეაჯამებენ და შეაფასებენ პროექტს;
გრძელვადიანი
მოსწავლეებს:
ü  განუვითარდებათ            ემპათიის,
ü  თანაგანცდის,       თანაგრძნობის, 
ü  თანამშრომლობის,
ü  კონფლიქტების მოგვარების
ü  ერთმანეთზე  ზრუნვის  უნარ-ჩვევები;

პროექტის ამოცანები

ü საინიციატივო ჯგუფის შექმნა, რომელშიც გაერთიანდებიან, როგორც პროექტის ხელმძღვანელი, ისე აქტიური მოსწავლეები. 
ü  სამუშა გეგმის შედგენა, ფუნქციების დელეგირება;
ü ბავშვთა ფსიქოლოგთან შეხვედრა და ინტერნეტ მასალის მითითება
(ნორჩ ფსიქოლოგთა ჯგუფი);
ü ბავშვთა ფსიქოლოგის  მიერ მითითებულ ინტერნეტ მასალის გაცნობა. (ნორჩ ფსიქოლოგთა ჯგუფი)
ü საინფორმაციო ვიდეორგოლის  მომზადება: „რა არის ემპათია?“
(ისტის მოყვარულთა ჯგუფი)
ü კეთილი საქმეების სიის შედგენა და განხორციელება. 


ü საინფორმაციო შეხვედრის დაგეგმვა სასკოლო თემთან; 
ü საინფორმაციო შეხვედრის ჩატარება (ესწრებიან მოსწავლეები და მოწვეული მშობლები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები); ვიდეორგოლის პრეზენტაცია; 
ü მედეა კახიძის ლექსის „ვისაც სიყვარული შეუძლია“ მხატვრული კითხვა და დისკუსიის მოწყობა: „სხვისი სიყვარული შეგვიძლია?“
(ესწრებიან მოსწავლეები და მოწვეული მშობლები)
ü მზადება საქველმოქმედო აქციის მოსაწყობად სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების მიზნით.
ü მონაწილეობის მიღება საქველმოქმედო აქციაში : „სიყვარულისთვის გავჩნდით და ვცხოვრობთ!“ მოსწავლეების, მოხალისე მშობლებისა და პედაგოგების მონაწილეობით. 
ü პროექტის მიმდინარე ეტაპების ამსახველი ვიდეორგოლის ჩვენება, პრეზენტაცია. 
პროექტის შეჯამება, შეფასება;

მოსალოდნელი შედეგები

 პროექტის დასრულების შემდეგ  მოსწავლეებში ამაღლდება ერთმანეთის და სხვათა მიმართ პატივისცემისა და თანასწორობის, ტოლერანტობის, მიმღებლობის უნარ-ჩვევები.

ხელისმშემშლელი ფაქტორები

პროექტის განხორციელების ეტაპებზე შეიძლება გამოიკვეთოს რისკები და ხელისშემშლელი ფაქტორები. შეიძლება თემის ნაწილმა მიიჩნიოს, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებზე  ზრუნვა  შესაბამისი სტრუქტურების საქმეა და უარი განაცხადონ პროექტში მონაწილეობაზე. რისკების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია წინასწარ შეხვედრები მათთან, კონსულტაციები, საინფორმაციო ბუკლეტების  გადაცემა და იმის ხაზგასმა, რომ თითოეულმა ადამიანმა საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს სიკეთის თესვის საქმეში;

პროექტის მონიტორინგი და შეფასება

მონიტორინგი: ყოველი კვირის ბოლოს დანართის შესაბამისად (იხ.
დანართი  N2) შედეგის შეფასება: პროექტის დასრულების შემდგომ  (იხ. დანართი N3)


დანართი N1
სამუშაო გეგმა
აქტივობები
პასუხისმგებელი პირი
ვადები

მონიტორინგის
ინდიკატორი
საინიციატივო ჯგუფის შექმნა
პროექტის
ხელმძღვანელი,
საინიციატივო ჯგუფი
3 დეკემბერი
შექმნილია საინიციატივო ჯგუფი 7 წევრით
სამოქმედო გეგმის
შედგენა, ფუნქციების გადანაწილება
პროექტის
ხელმძღვანელი,
საინიციატივო ჯგუფი
3 დეკემბერი
შემუშავებულია სამოქმედო გეგმა, ფუნქციები დელეგირებულია
ბავშვთა ფსიქოლოგთან
შეხვედრა, ინტერნეტ
პროექტის ხელმძღვანელი,
4 დეკემბერი
შეხვედრა შედგა, მონაწილეებს გადაეცათ

მასალის და
ლიტერატურის მითითება.

საინიციატივო  ჯგუფი

საჭირო ლიტერატურისა და ვებგვერდების ჩამონათვალი

ბავშვთა ფსიქოლოგის მიერ მითითებული
ინტერნეტ მასალისა და
ლიტერატურის გაცნობა.

პროექტის
ხელმძღვანელი,
საინიციატივო ჯგუფი
4 დეკემბერი
დამუშავებულია საჭირო ლიტერატურა, გაკეთებულია ჩანაწერები,

მონიტორინგი
პროექტის
ხელმძღვანელი,
საინიციატივო ჯგუფი
5დეკემბერი
გამოკვეთილია პროექტის
მიმდინარეობის ძლიერი და სუსტი მხარეები,
დასახულია გზები სუსტი მხარეების
გამოსასწორებლად
ვიდეორგოლის მომზადება
პროექტის
ხელმძღვანელი,
საინიციატივო ჯგუფი
6 დეკემბერი
მომზადდა ვიდეორგოლი
პრეზენტაციისათვის: „რა არის ემპათია?“
კეთილი საქმეების სიის შედგენა და განხორციელება
პროექტის
ხელმძღვანელი,
საინიციატივო ჯგუფი
7 დეკემბერი
მოსწავლეებმა შეადგინეს
კეთილი საქმეების სია და განახორციელეს იგი
თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში
საინფორმაციო
შეხვედრის დაგეგმვა
სასკოლო თემთან;


პროექტის
ხელმძღვანელი,
საინიციატივო  ჯგუფი
10 დეკემბერი
განისაზღვრა შეხვედრის
თარიღი და მოგვარდა შეხვედრისთვის
აუცილებელი ყველა საორგანიზაციო საკითხი
საინფორმაციო
შეხვედრის ჩატარება
(ესწრებიან მოსწავლეები, 
მოწვეული მშობლები და ადგილობრივი
თვითმმართველობის
წარმომადგენლები);

პროექტის
ხელმძღვანელი,
საინიციატივო ჯგუფი
11
დეკემბერი
შედგა საინფორმაციო შეხვედრა, მოეწყო ვიდეორგოლის ჩვენება;
მონიტორინგი
პროექტის
ხელმძღვანელი,
საინიციატივო  ჯგუფი
12
დეკემბერი
გამოკვეთილია პროექტის
მიმდინარეობის ძლიერი და სუსტი მხარეები,
დასახულია გზები სუსტი მხარეების
გამოსასწორებლად
მედეა კახიძის ლექსის
„ვისაც სიყვარული შეუძლია“ მხატვრული
კითხვა და დისკუსიის მოწყობა
პროექტის
ხელმძღვანელი,
საინიციატივო  ჯგუფი
17
დეკემბერი
მსმენელები გაეცვნენ მედეა კახიძის ლექსს, იმსჯელეს
ლექსის იდეაზე, გამართეს დიკუსია: „სხვისი სიყვარული შეგვიძლია?“
მზადება
პროექტის
18
მოსწავლეების მშობლების,
საქველმოქმედო აქციის მოსაწყობად
ხელმძღვანელი,
საინციატივო ჯგუფი
დეკემბერი
საზოგადოების
მონაწილეობით შეგროვდა შემოწირულობა
სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად
მონაწილეობა
საქველმოქმედო აქციაში:
“სიყვარულისთვის გავჩნდით და
ვცოცხლობთ“
მოსწავლეების,
მოხალისე მშობლებისა და პედაგოგების მონაწილეობით.
პროექტის
ხელმძღვანელი,
საინიციატივო ჯგუფი



18
დეკემბერი
მოსწავლეების,
პედაგოგებისა და
მშობლების მონაწილეობით დახმარება გაეწია
სოციალურად დაუცველ
ოჯახებს
მონიტორინგი
პროექტის
ხელმძღვანელი,
საინიციატივო ჯგუფი
19
დეკემბერი
გამოკვეთილია პროექტის
მიმდინარეობის ძლიერი და სუსტი მხარეები,
დასახულია გზები სუსტი მხარეების
გამოსასწორებლად
პროექტის მიმდინარე ეტაპების ამსახველი
ვიდეორგოლის ჩვენება, პრეზენტაცია.

პროექტის
ხელმძღვანელი,
საინიციატივო  ჯგუფი
20 დეკემბერი
მოეწყო ვიდეორგოლის პრეზენტაცია
პროექტის შეჯამება, შეფასება;

პროექტის
ხელმძღვანელი,
საინიციატივო  ჯგუფი
21 დეკემბერი
პროექტი შეჯამდა მონაწილეთა მიერ

დანართი N2
შუალედური მონიტორინგი

კრიტერიუმები

3
2
1
ჯგუფური მუშაობა

ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია,
თითოეულს თავისი შესაძლებლობის
მიხედვით შეაქვს წვლილი
აქტივობების შესრულებაში
ჯგუფის ზოგიერთი
წევრი ნაწილობრივაა ჩართული
აქტივობების შესრულებაში
ჯგუფის წევრების უმრავლესობა პასიურია
ჩართულობა

ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია
ჯგუფის ზოგიერთი
წევრი პასიურია
ჯგუფის წევრების უმრავლესობა პასიურია
ორგანიზებულობა

ჯგუფი ორგანიზებულად
ჯგუფი ორგანიზებულობას
ჯგუფს პროექტის
ხელმძღვანელის

მუშაობს, თანამიმდევრულია;
ინაჩუნებს  პროექტის ხელმძღვანელის დახმარებით;
მითითებების
შემთხვევაშიც კი უჭირს ორგანიზებულობა;
სამუშაო ვადების დაცვა
ჯგუფი მუშაობს
გრაფიკის მიხედვით, იცავს ვადებს;
ჯგუფს ნაწილობრივ აქვს გაწერილი
გრაფიკი, ბოლომდე ვერ იცავს ვადებს,
ჯგუფს არ აქვს გრაფიკი, ვერ იცავს ვადებს;
შესრულებული
სამუშაოს ხარისხი

ჯგუფმა
სრულყოფილად შეასრულა
დაკისრებული მოვალეობა
ჯგუფმა ნაწილობრივ შეასრულა
დაკისრებული მოვალეობა
ჯგუფმა თავი ვერ
გაართვა დაკისრებულ მოვალეობას
თანამშრომლობა

ჯგუფის ყველა წევრი
თანამშრომლობს, ისინი
ითვალისწინებენ ერთმანეთის აზრს
ჯგუფის  წევრების უმრავლესობა
თანამშრომლობს,
თუმცა ზოგიერთი მათგანი არ 
ითვალისწინებს სხვის აზრს
ჯგუფის წევრები არ
თანამშრომლობენ,  ისინი არ
ითვალისწინებენ ერთმანეთის აზრს

დანართი N3
შედეგის შეფასება
კრიტერიუმები
3

2
1
ჯგუფური მუშაობა
ჯგუფის წევრები
ჩართულები არიან პროექტში,
ითვალისწინებენ
ერთმანეთის აზრს და იცავენ დროის ლიმიტს

ჯგუფის წევრების
უმრავლესობა ჩართულია პროექტში,
ნაწილობრივ
ითვალისწინებენ
ერთმანეთის აზრს და უმეტეს
ღონისძიებაში იცავენ დროის ლიმიტს
ჯგუფის წევრების
უმეტესობა არ არის
ჩართული მუშაობაში , არ
ითვალისწინებს დროის ლიმიტს
პროექტის
სტრუქტურული და ლოგიკური თანამიმდევრობა
მაქსიმალურად
დაცულია პროექტის სტრუქტურა,
ეტაპები ლოგიკური და თანმიმდევრულია, გაფორმებულია აკადემიური ენით
ნაწილობრივ
დაცულია პროექტის სტრუქტურა,
ეტაპები ნაკლებად ლოგიკური და თანმიმდევრულია
პროექტის სტრუქტურა
დარღვეულია და არ არის ლოგიკური;
მიღებული შედეგების
შესაბამისობა
მიზანთან

პროექტის შედეგები
სრულად შეესაბამება მიზნებს, ყველა შედეგი მიღწეულია
პროექტის შედეგები ნაწილობრივ
შეესაბამება მიზნებს,
ზოგიერთი შედეგი არ დამდგარა
პროექტის შედეგები არ შეესაბამება მიზნებს.
პროექტის მიზნები ვერ განხორციელდა










რეფლექსია

           პროექტი,  “გიყვარდეთ, კაცნო, ერთმანეთი“,ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ  გავაზის    საჯარო სკოლაში განვახორციელე 3 დეკემბერი  21 დეკემბერის ჩათვლით.  მასში ჩაერთო სკოლის დაწყებითი  
საფეხურის მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები.
       პროექტი სრულიად შეესაბამებოდა საჭიროებებს და პარალელს ავლებდა ზოგადი განათლების მიზნებს.
 პირველ ეტაპზე  შევქმენი თემატური სამუშაო ჯგუფი. შევისწავლეთ პრობლემები.
ჩავატარეთ საინფორმაციო შეხვედრა,რომელსაც ესწრებოდნენ მოსწავლეები და მოწვეული მშობლები. წავიკითხეთ მედეა კახიძის ლექსი „ვისაც სიყვარული შეუძლია“.მონაწილეობა მივიღეთ საქველმოქმედო აქციაში: „სიყვარულისთვის გავჩნდით და ვცხოვრობთ!“ მოსწავლეების,მოხალისე მშობლებისა და პედაგოგების მონაწილეობით.მოვახდინეთ პროოექტის მიმდინარე  ეტაპების ამსახველი ვიდეორგოლის ჩვენება,პრეზენტაცია, პროექტის შეჯამება და შეფასება.
    პროექტი მიმდინარეობდა გეგმის მიხედვით,მასში ასახული აქტივობები მორგებული იყო მოსწავლეთა ინტერესებზე და საჭიროებებზე. პროექტის მსვლელობისას ფუნქციები გადანაწილებული იყო   მოსწავლეთა შესაძლებლობეზე,მათი ძლიერი მხარეების გათვალისწინებით. პროექტში ჩართული მოსწავლეები შეფასდნენ წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით და საუკეთესო მონაწილეებს გადავეცით მადლობის სიგელები.       პროექტი ყველაზე წარმატებული იყო გამოფენის დროს,როდესაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები. აგრეთვე ფილმ როლური თამაშის და  წამოჭრილ პრობლემებზე დისკუსიის მოწყობის დროს. პროექტის განხორციელების პერიოდში  გამოვლინდა მცირე ხარვეზები ,რადგანაც  პროცესი იყო  მცირედ ქაოსური. სამომავლოდ მოსწავლეთა ჩართულობისას ყურადღებას გავამახვილებ მათ ქცევაზე და აქტივობებში მაქსიმალურად ჩართვაზე.


Comments

Popular Posts