სოციალური პროექტი "წიგნი ჩვენი მეგობარია!"
პროექტის ხელმძღვანელი: მარიამ იმედაშვილი
სკოლა:  სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ.გავაზის საშუალო სკოლა
სამიზნე ჯგუფი:   II კლასი
პროექტის თემა: "წიგნი ჩვენი მეგობარია!"
პროექტზე მუშაობის ვადები:
    დასაწყისი- 20.09.2019წ      დასასრული : 30.09.2019წ

პროექტის აქტუალურობის დასაბუთება, პრობლემის ანალიზი:

 

თანამედროვე ქართულ სკოლებში, სამწუხაროდ, წიგნიერების დონე საკმაოდ დაბალია. ქართველი ბავშვების უმრავლესობა გაუცხოებულია წიგნთან. მოზარდთა წიგნიერების დაბალი დონე თანამედროვეობის ერთერთი უმნიშვნელვანესი პრობლემაა. ეს საკითხი, კაცობიობისთვის უაღრესად მტკივნეული და ამაღელვებელია, საქართველოში კი განსაკუთრებით საგანგაშო და შემაშფოთებელია. არავისთვის არის საიდუმლო, რომ მოზარდები წიგნებს აღარ კითხულობენ. ამ მხრივ ახალი თაობა (გარდა მცირეგამონაკლისისა) საგრძნობლად განსხვვავდება ძველისაგან. წიგნიერება მუდამამშვენებდა ადამიანს და კვლავაც უნდა შეამკოს იგი. უწიგნურობით გაჩენილ სიცარიელეს ვერავითარი შენაძენი ვერ შეავსებს.
ჩემს კლასში გამოიკვეთა რამდენიმე მოსწავლერომლებსაც  აქვთ კითხვის დაბალი  მოტივაცია, ნაკლებად ინტერესდებიან საერთო საკლასო აქტივობებით, რომლებიც შეეხება წიგნთან ურთიერთობას. მათი ეფექტური ჩართულობის მიზნით, გადავწყვიტე, მეორე  კლასში განმეხორციელებინა პროექტი "წიგნი ჩვენი მეგობარია!"
      სკოლა ახალი დაწყებულია,ამიტომ გადავწყვიტე ამ პროექტის განხორციელება მოსწავლეებთან,მათ ამ პროექტის საშუალებით შეუყვარდებათ წიგნი და მისი კითხვა სემესტრის დასაწყისშივე. წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში ბავშვი აღმოაჩენს და გაიგებს  თითქმისყველაფერს წიგნის შესახებ და განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩამოუყალიბდება მის მიმართ.

შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები:

) წიგნიერება. თანამედროვე გაგებით წიგნიერება არის ცვალებად კონტექსტში კითხვის,წერის,ინფორმაციის დამუშავების,იდეების და მოსაზრებების გამოთქმის,გადაწყვეტილებების მიღებისა და პრობლემის მოგვარების უნარი იმ ცოდნის საფუძველზე,რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში იძენს.


) სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია. სამოქალაქო და სოციალური კომპეტენცია გულისხმობს სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრაციისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას როგორებიცაა: კონსტრუქციული  თანამშრომლობა,პრობლემების მოგვარება,კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება. გადაწყვეტილების მიღება,შემწყნარებლობა,სხვისი უფლებების პატივისცემა,დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვა.


პროექტის მიზანი:
პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებში წიგნის სიყვარულის გაღვივებას, მისდამი ინტერესის გაზრდას, კითხვის, მოსმენისა და წაკითხულის გააზრების უნარების განვითარების ხელშეწყობას, წიგნიერების და კითხვის პოპულარიზაციას. 
პროექტის კონცეფციის მიხედვით, უფროსკლასელები,მშობლები,მასწავლებლები და სხვა მოხალისეები უმცროსკლასელებს კლასგარეშე ლიტერატურას წაუკითხავენ,ვიქტორინებს მოაწყობენ, გაიმართება დისკუსიები წაკითხული მასალის ირგვლივ.
გრძელვადიანი მიზნები: აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს კომუნიკაციას და ინტეგრირებას სხვადასხვა კლასს შორის, თანამშრომლობას სტუდენტებთან, საზოგადოებასთან. მოსწავლეებში იმ უნარ–ჩვევების ჩამოყალიბებას, რომელიც აუცილებელია მთელი ცხოვრების მანძილზე საკუთარი ძალების რეალიზებისათვის. საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში მონაწილეობა და თანატოლებთან მეგობრული ურთიერთდამოკიდებულებების ჩამოყალიბება.
მოსალოდნელი შედეგები:
პროექტის საშუალებით
1. მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ტექსტთან შემოქმედებითი (თავისუფალი)დამოკიდებულება, წიგნი ბევრად ახლობელი და ძვირფასი გახდება მათთვის; 
2. მოსწავლეებს განუვითარდებათ წერითი მეტყველების კულტურა,კომუნიკაციური, ენობრივი და შემოქმედებითი უნარები;
3. მოსწავლეები მნიშვნელოვნად გაიმდიდრებენ ცოდნას: პროექტშიმონაწილეობისას ისინი საფუძვლიანად
გაეცნობიან წიგნის შექმნის თითოეულ ეტაპს
გაიხსენებენ,
ისწავლიან და გაიაზრებენ ლიტმცოდნეობის ძირითად ცნებებს (ლიტერატურის ჟანრები, პერსონაჟები, ნაწარმოების სტრუქტურა, ეპითეტი, შედარება და ა.შ.).
პროეექტის ამოცანები:
პროექტის მონაწილეები შექმნიან საკლასო ბიბლიოთეკას,საიდანაც სისტემატურად  მოხდება წიგნების გატანა და კითხვა,შედგება სამუშაო წყვილები და ჯგუფები,გაწერენ საქმიანობებს ჯგუფების მიხედვით მათთვის საჭირო საკითხების საკვლევადმოამზადებენ კითხვებს ინტერვიუსათვის,ჩაატარებენ კვლევებს უფროს თაობასა და თანატოლებს შორის კითხვისადმი მათი დამოკიდებულების გარკვევის მიზნით.მოხდება ინფორმაციის დამუშავება და ანალიზიმოაწყობენ აქციას–,,შეიყვარეთ წიგნი!“გადაიღებენ ფოტოებს და შექმნიან პროექტის ამსახველ სტენდს.
სამიზნე ჯგუფი : მეორე კლასის   მოსწავლეები, მშობლები, თემი (სკოლა, საზოგადოება, სახელმწიფო)

     პროექტის მდგრადობა:  პროექტი მდგრადია, რადგან იგი არსებობას გააგრძელებს დამთავრების შემდეგაც. მოსწავლეს წიგნთან მუშაობა შეუყვარდება,რაც მთელი ცხოვრება გამოადგება.
პროექტში მონაწილეთა გამოცდილებ  დიფერენცირებული სწავლება
          სსსმ  მოსწავლე:
· მივცემ დამატებით დროს კვლევის ჩასატარებლად;
· დავურიგებ პროდუქტების შაბლონებს, როგორიც არის, მაგალითად, ბუკლეტის შაბლონი პროექტის წარმატების ხელშესაწყობად;
· მივცემ მითითებებს წყაროების მოძიების შესახებ;
· მოსწავლეებს ჯგუფებად დავყოფ მათი საჭიროებებისა და უნარების მიხედვით;
              მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
· ვთხოვ მოსწავლეს, შეასრულოს ლიდერის როლი ჯგუფებში მუშაობისას;
· ნებას დავრთავ მოსწავლეებს, შემომთავაზონ თავიანთი ალტერნატიული დავალებები, რომლებიც ჩემს მიერ მიცემული დავალებების ეკვივალენტურია.
· მივცემ მოსწავლეებს საშუალებას, რომ პროექტის განმავლობაში სირთულის დონე თავად აირჩიონ.
რესურსები:  კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი, ფლიფჩარტი, თაბახის ფურცლები ,ფერადი ფანქრები, საწერ-კალმები., რვეულები.

ადამიანური რესურსები: მოსწავლეები,მასწავლებლები მშობლები, საზოგადოება.


პროექტის მსვლელობისას ხელისშემსლელი ფაქტორები შეიძლება იყოს:
·          ერთ-ერთი რისკია-პროექტის განხორციელების  დროს შესაძლებელია შეიქმნას  ქაოსური მდგომარეობა.ამისათვის ვეცდები ზედმიწევნით კარგად დავგეგმო პროექტი;
·         შეიძლება სირთულეები წარმოიშვას მშობელთა ჩართულობის მხრიდანაც.ამისათვის დავგეგმავ მათთან ინდივიდუალურ და ჯგუფურ კონსულტაციებს ,ავუხსნი მათ,რომ მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა სკოლაში მიმდინარე მოვლენებში.
პროექტის მიმდინარეობა, აქტივობები:
       I.             20-21  სექტემბერი: პროექტი დავიწყეთ მოსამზადებელი ფაზით. ამ ფაზაში მოსწავლეებს განვუმარტე პროექტის მიზანი, გავაცანი პროექტებით სწავლების მეთოდის მიმდინარეობა და ის წესები, როგორც უნდა წარიმართოს პროექტი. წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით გამოვიყენე გონებრივი იერიში.ვკითხე თუ რა იცოდნენ წიგნებთან დაკავშირებით. რატომ არის აუცილებელი წიგნის კითხვა? რა მოლოდინები გაქვთ პროექტის მიმართ? პროექტის თემის შერჩევისა და პროექტის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვის შემდეგ კლასში გავმართეთ დისკუსია თემაზე–,,რატომ არის საჭირო კითხვა?“
   გაირკვა, რომ  ბავშვების გარკვეული ნაწილი მხოლოდ საპროგრამო მასალის ათვისებითაა დაინტერესებული,  კლასგარეშე კითხვისათვის კი ნაკლებ დროს ხარჯავს,ზოგმა დროის დეფიციტი დაასახელა მიზეზად,ზოგმაც კიდევ–წიგნების ნაკლებობა ოჯახში.
მოისმინეს მინილექცია თემაზე "წიგნის როლი და მნიშვნელობა ადამიანის განათლებისთვის"

     II.            22-24 სექტემბერი: წიგნის კლუბი-განვაახლეთ საკლასო ბიბლიოთეკა. დავაარსეთ "წიგნის კლუბი." ჩამოვაყალიბეთ მკითხველთა ჯგუფები ინტერესების გათვალისწინებით.  ავირჩიეთ საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირები. 
კვირაში ორჯერ ვაწყობთ წიგნის კლუბის სადისკუსიო შეხვედრებს.

ჯგუფებში მუშაობა:     მოსწავლეები მუშაობენ დამოუკიდებლად მცირე ჯგუფებში. ძირითადი აქტივობები:
ტექსტებზე მუშაობისას იყენებენ სხვადასხვა სტრატეგიას;       ჯგუფებში განიხილავენ წაკითხულ ტექსტებს;
ქმნიან სხვადასხვა ტიპის ნამუშევრებს წაკითხულ ტექსტებზე დაყრდნობით(რეზიუმეები, შთაბეჭდილებები, ილუსტრაციები, ხელნაკეთი წიგნები და სხვ.)
ამზადებენ და წარადგენენ პრეზენტაციებს წაკითხული წიგნის შესახებ;
აკეთებ მონიტორინგს და ვეხმარებით მათ უკუკავშირითა და რჩევებით
  III.            25-26 სექტემბერი: მოწვეული მშობლები
პროექტის განმავლობაში შეხვედრა გვქონდა  სტუდენტებთან და მშობლებთან. საუბარი შეეხებოდა წიგნის მნიშვნელობასა და სიყვარულს, სტუმრების საყვარელ წიგნს. ვიმსჯელეთ ავტორის მიერ აღწერილ პრობლემის ირგვლივ, მის მნიშვნელობაზე და საზოგადოების დამოკიდებულებაზე.
მშობლები აქტიურად მონაწილეობდნენ კლუბში გამართულ განხილვებსა და პრეზენტაციებში. ვთხოვე, თავადაც წარედგინათ წიგნის კლუბის აუდიტორიის წინაშე თავიანთი საყვარელი წიგნები.
მშობლებმა შვილებს წაუკითხეს რამდენიმე ეპიზოდი მათი საყვარელი წიგნებიდან.
  IV.            27-28 სექტემბერი: ხელნაკეთი წიგნები
ბავშვებმა შეარჩიეს, რა ჟანრის ნაწარმოები დაეწერათ, მოიგონეს სიუჟეტი.
თავდაპირველად მათ მიერ შეთხზული ტექსტების მიხედვით შექმნეს პატარა წიგნები, მათ შორის ერთ-ერთ მათგანის მიხედვით შევქმენით დიდი წიგნი.
მოსწავლეები სურვილის მიხედვით გადანაწილდნენ შემდეგ ჯგუფებად:
ა) თანაავტორები;
ბ) ილუსტრატორები;
გ) კორექტორები, რედაქტორები;
დ) დამკაბადონებლები;
ე) წიგნის ამწყობები.
გაიმართა დიდი წიგნის პრეზენტაცია.
მოვიწვევთ მშობლები და დაწყებითი კლასების სხვა მოსწავლეები.

     V.             29-30 სექტემბერი:  ბუკლეტების დამზადება
პროექტის შეჯამება, პრეზენტაცია
ღონისძიება
  მოსწავლეებმა დაამზადეს ბუკლტები, დაგეგმეს შემაჯამებელი ღონისძიება, მოიწვიეს სტუმრები და წარმოადგინეს პრეზენტაცია მთლიანი პროექტის დასკვნითი ღონისძიების სახით.ბუკლეტები დაურიგეს მოწვეულ სტუმრებს.
შეფასება: მოსწავლეების შეფასების ფორმა განმავითარებელი კომენტარებია. შეფასდნენ პროექტის სამივე ეტაპზე:
1. შეფასდა მათი ინტერესები და წინარე ცოდნა
2. თანამშრომლობის უნარი, ინფორმაციის მოძიების და დახარისხების უნარი
3. პრეზენტაციაზე შეფასდა მათი საპრეზენტაციო უნარები და შემოქმედებითი უნარები

მონიტორინგი და შეფასების გეგმა-პროექტის განხორციელებისას დაკვირვებას ვაწარმოებ მოსწავლეთა ჯგუფების მუშაობაზე,თითოეული მოსწავლის როლსა და მიღწეულ შედეგზე,რათა მონიტორინგი გავუწიო მსვლელობას.საჭირო დროს მივცე უკუკავშირი.პროექტის დასასრულს მოხდება შეფასება პროექტის შეფასების რუბრიკით,რომელსაც ექნება განმავითარებელი ხასიათი, შეფასდება თითოეული მოსწავლის ჩართულობა და მოხდება ჯგუფური მუშაობის თვითშეფასების  კითხვარის გამოყენება,რომელიც მოსწავლეს დაეხმარება თვითშეფასებაში მთელი პროექტის განმავლობაში. დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოვლენა კი  მე,როგორც პროექტის ხელმძღვანელს  დამეხმარება მომავალში მუშაობის გაუმჯობესებაში.

ჯგუფური მუშაობის თვითშეფასება
1. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა, გასწავლა თუ არა რამე ამ პროექტზე მუშაობამ?
) ბევრი რამ მასწავლა;
) მასწავლა;
) ახალი თითქმის არაფერი მისწავლია;
) ახალი არაფერი მისწავლია.
2. შეიცვალა თუ არა ამ პროექტზე მუშაობისას ჯგუფის წევრთა ურთიერთობა?
) ბევრად უკეთესი გახდა;
) უკეთესი გახდა;
) ისეთივე დარჩა, როგორიც იყო;
) გაუარესდა;
3. ნათელი იყო თუ არა შენთვის საკუთარი როლი პროექტის წარმატებით განხორციელებასა და შედეგის მიღწევაში?
) სავსებით ნათელი იყო;
) ძირითადად ნათელი იყო;
) არც ისე ნათელი იყო;
) სრულიად გაურკვეველი იყო.
4. "მასწავლებელმა მიჩვენა, როგორ უნდა მემუშავა პროექტზე".
) სავსებით ვეთანხმები;
) ვეთანხმები;
) ნაწილობრივ ვეთანხმები;
) არ ვეთანხმები.
9.პროექტის დასრულებაში ჩემს მიერ შეტანილი წვლილის მაგალითები:
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
13. ყველაზე მეტად რას შეაქებდი ან გააკრიტიკებდი პროექტში?
ქება:–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
კრიტიკა:–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––


პროექტის შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
დაბალი
ჩართულია ეფექტურ კვლევაში ინფორმაციის შეგროვების და კითხვებზე პასუხის გაცემის მიზნით
კვლევის უნარები განვითარებულია. შეგროვებული ინფორმაცია რელევანტურია.
კვლევის უნარები დამაკმაყოფილებელია. ინფორმაცია რელევანტურია
კვლევის უნარები სხვისი დახმარებით ვითარდება. ინფორმაცია გარკვეულწილად რელევანტურია
კვლევის უნარები შეზღუდულია და ლაფსუსები ან ირელევანტური ინფორმაცია გაცნობიერებას ზღუდავს
მოქნილობა
მოსწავლეს ძალიან კარგად შეუძლია მოპოვებული ინფორმაციის, წინადადებებისა და რჩევების ადაპტირება და დამოუკიდებლად მათი ადეკვატური გამოყენება.

მოსწავლეს შეუძლია მოპოვებული ინფორმაციის, წინადადებებისა და რჩევების ადაპტირება და მათი ადეკვატური გამოყენება.
მოსწავლეს სხვათა უმნიშვნელო დახმარებით შეუძლია მოპოვებული ინფორმაციის, წინადადებებისა და რჩევების ადაპტირება და მათი შეზღუდული გამოყენება
მოსწავლეს ძალიან უჭირს ან არ შეუძლია მოპოვებული ინფორმაციის, წინადადებების, რჩევების ადაპტირება და გამოყენება
თანამშრომლობა
შესანიშნავად უგებს ჯგუფის წევრებს,
მაქსიმალურად თანამშრომლობს
მათთან და ყოველთვის ღებულობს მონაწილეობას საერთო გადაწყვეტილების მიღებაში

თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან, არის კონტაქტური, აფიქსირებს თავის პოზიციას
ნაწილობრივ კონტაქტობს ჯგუფის წევრებთან, ნაკლებად ერთვება საერთო გადაწყვეტილების მიღებაში
ვერ შედის კონტაქტში ჯგუფის წევრებთან, არის პასიური
პრეზენტაცია
პროექტის წარდგენამ დიდი ეფექტი
მოახდინა აუდიტორიაზე

როექტის წარდგენამ მოახდინა ეფექტი
აუდიტორიაზ

პროექტის წარდგენამ
ნაწილობრივ მოახდინა ეფექტი აუდიტორიაზე

როექტის წარდგენამ ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინა აუდიტორიაზე




პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი


დაკვირვების საგანი
კომენტარები

შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში


იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია


აგრძელებდნენ თუ არა მოსწავლეები მუშაობას გაკვეთილების შემდეგ


ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი


იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავ-ლეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი


სწორად ჰქონდათ თუ არა არჩეული გეზი და იყვნენ თუ არა შემოქმედებითად ჩართულები მუშაობის პროცესში


                                                            













სოციალური პროექტის "წიგნი ჩვენი მეგობარია!"-ის რეფლექსია
                                 ხელმძღვანელი-მარიამ იმედაშვილი
     სოციალური პროექტი,"წიგნი ჩვენი მეგობარია!",განვახორციელე მეორე კლასში. პროექტი  დავგეგმე  ჩვენი  სასკოლო  ცხოვრების  საჭიროებებიდან გამომდინარეპროექტი მიმდინარეობდა გეგმის მიხედვით: მოსწავლეებმა დაწერეს საკუთარი მოსაზრება იმის შესახებ, თუ რატომ არის საჭირო და აუცილებელი წიგნის კითხვა. ასევე, რა მოლოდინები აქვთ პროექტის მიმართ.პროექტის თემის შერჩევისა და პროექტის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვის შემდეგ კლასში გავმართეთ დისკუსია თემაზე–,,რატომ არის საჭირო კითხვა?“ გაირკვა, რომ  ბავშვების გარკვეული ნაწილი მხოლოდ საპროგრამო მასალის ათვისებითაა დაინტერესებული,  კლასგარეშე კითხვისათვის კი ნაკლებ დროს ხარჯავს,ზოგმა დროის დეფიციტი დაასახელა მიზეზად,ზოგმაც კიდევ–წიგნების ნაკლებობა ოჯახში.მოისმინეს მინილექცია თემაზე "წიგნის როლი და მნიშვნელობა ადამიანის განათლებისთვის.
განვაახლეთ საკლასო ბიბლიოთეკა. დავაარსეთ "წიგნის კლუბი." ჩამოვაყალიბეთ მკითხველთა ჯგუფები ინტერესების გათვალისწინებით.  ავირჩიეთ საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირები. 
კვირაში ორჯერ ვაწყობთ წიგნის კლუბის სადისკუსიო შეხვედრებს.
შემდეგ დავგეგმეთ ჯგუფური მუშაობა:     მოსწავლეები მუშაობენ დამოუკიდებლად მცირე ჯგუფებში:ტექსტებზე მუშაობისას იყენებენ სხვადასხვა სტრატეგიას;  ჯგუფებში განიხილავენ წაკითხულ ტექსტებს;ქმნიან სხვადასხვა ტიპის ნამუშევრებს წაკითხულ ტექსტებზე დაყრდნობით(რეზიუმეები, შთაბეჭდილებები, ილუსტრაციები, ხელნაკეთი წიგნები და სხვ.).ამზადებენ და წარადგენენ პრეზენტაციებს წაკითხული წიგნის შესახებ;
         პროექტის განმავლობაში შეხვედრა გვქონდა  სტუდენტებთან და მშობლებთან. საუბარი შეეხებოდა წიგნის მნიშვნელობასა და სიყვარულს, სტუმრების საყვარელ წიგნს. ვიმსჯელეთ ავტორის მიერ აღწერილ პრობლემის ირგვლივ, მის მნიშვნელობაზე და საზოგადოების დამოკიდებულებაზე.
მშობლებმა შვილებს წაუკითხეს რამდენიმე ეპიზოდი მათი საყვარელი წიგნებიდან.
ბავშვებმა შეარჩიეს, რა ჟანრის ნაწარმოები დაეწერათ, მოიგონეს სიუჟეტი.
თავდაპირველად მათ მიერ შეთხზული ტექსტების მიხედვით შექმნეს პატარა წიგნები, მათ შორის ერთ-ერთ მათგანის მიხედვით შევქმენით დიდი წიგნი.გაიმართა დიდი წიგნის პრეზენტაცია,რომელზეც მოწველი გვყავდა მშობლები და დაწყებითი კლასების სხვა მოსწავლეები.მოსწავლეებმა დაამზადეს ბუკლეტები.შევაჯამეთ პროექტი და პრეზენტაცია მოვაწყვეთ.
       პროექტი მიმდინარეობდა გეგმის მიხედვით,მასში ასახული აქტივობები მორგებული იყო მოსწავლეთა ინტერესებზე და საჭიროებებზე. პროექტის მსვლელობისას ფუნქციები გადანაწილებული იყო   მოსწავლეთა შესაძლებლობებზე მათი ძლიერი მხარეების გათვალისწინებით.პროექტი ყველაზე წარმატებული იყო,როცა მოსწავლეები თავიანთ პრობლემებზე ღიად საუბრობდნენ.  პროექტის განხორციელების პერიოდში  გამოვლინდა მცირე ხარვეზები ,რადგანაც  პროცესი იყო  მცირედ ქაოსური. სამომავლოდ მოსწავლეთა ჩართულობისას ყურადღებას გავამახვილებ მათ ქცევაზე და აქტივობებში მაქსიმალურად ჩართვაზე.



Comments

Popular Posts