პროექტის ხელმძღვანელი: მარიამ იმედაშვილი

სამიზნე ჯგუფი:  II კლასი

პროექტის თემა: „გავუფრთხილდეთ  გარემო

პროექტზე მუშაობის ვადები:
                                      დასაწყისი-18.11.2019
                                     დასასრული-25.11.2019



პროექტის აქტუალურობის დასაბუთება, პრობლემის ანალიზი:


 პროექტი გავუფრთხილდეთ  გარემო მეტად აქტუალურია. .მოქალაქეთა ნაკლები ჩართულობაპასუხისმგებლობის თავიდან აცილება და დაბალი სამოქალაქო ცნობიერება იწვევს გარემოზე ნაკლებ ზრუნვასმის დაბინძურებას და საფრთხის მომცველი კერების შექმნას ჩვენს გარშემო. მიმაჩნია,რომ ბავშვები დაწყებითი კლასებიდანვე  უნდა მივაჩვიოთ,რომ დაიცვან გარემო და არ დაანაგვიანონ.
   პროექტის იდეა წამოვიდა მოსწავლეებისგან, როცა დავინახე კლასში თუ როგორ   ყრიდნენ ძირს  ყველანაირ  ნარჩენს, არ უფრთხილდებოდნენ გარემოს,ანაგვიანებდნენ. მოსწავლეებს შორისაც გაჩნდა უთანხმოება, მოსწავლეთა ნაწილს არ მოსწონდა თანაკლასელის დაუდევრობა და მოუწოდებდა მათ სისუფთავისკენ. ეს  ყოველივე კლასში  დიდ აურზაურს იწვევდა და კლასის მართვა მიძნელდებოდა.ამიტომ გადავწყვიტე  ამ პროექტის განხორციელება , მათი მშობლებიც მომეწვია და ერთად დაგვეგეგმა აქტივობები.




კავშირი ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან-თან:
საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში მიღებული გამოცდილების საფუძველზე მოზარდმა უნდა შეძლოს:
) ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა:
მოზარდმა უნდა იცოდეს, რა ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს გარემოს ადამიანის ამა თუ იმ მოქმედებამ, როგორ შეინარჩუნოს და დაიცვას ბუნებრივი გარემო;
) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან:
სასკოლო განათლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ საზოგადოების მომავალ წევრებს განუვითაროს ზოგადი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები (წერა, კითხვა, მეტყველება, მოსმენა), საორგანიზაციო და ჯგუფური მუშაობის ჩვევები, მათ შორის იმათ, ვისთვისაც საქართველოს სახელმწიფო ენა მშობლიური არ არის;



პროექტის  მიზნები:

 მოსწავლე
·                შეინარჩუნოს და დაიცვას გარემო პირობები;
·                გააცნობიეროს გარემოს დანაგვიანებით გამოწვეული საფრთხე და გამოუმუშავდეს მზრუნველი დამოკიდებულება გარემოსადმი.



გრძელვადიანი მიზნები:
მოსწავლემ  შეძლოს  ძირითადი  პრობლემების  გადასაჭრელად თანამშრომლობა თანატოლებთან და უფროსებთანშეძლოს გააზრებული მონაწილეობა და   თანამშრომლობა სოციალური პრობლემების გადაწყვეტაში.

   მოსალოდნელი შედეგები:

 მოსწავლეებს აუმაღლდებათ   ცოდნა   თუ რა ბუნებრივ გარემოში ცხოვრობენ და რა ზიანი შეიძლება მიაყენოს გარემოს ადამიანის ამა თუ იმ მოქმედებამ, როგორ შეინარჩუნონ და დაიცვან იგი.
  მოსწავლეები არამარტო შეძლებენ ინფორმაციის მოპოვებას,არამედ მის შეფასებასაც. ტექნოლოგიურ მიღწევებს გამოიყენებენ ეფექტიანად ყოველდღიური ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად.
მოსწავლეებს განუვითარდებათ 21- საუკუნის უნარ-ჩვევები:
·                კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი;
·                შემოქმედებითი უნარები;
·                კომუნიკაციის უნარები;
·                დამოუკიდებელი აზროვნების უნარები.



პროექტში მონაწილეთა გამოცდილებაპროექტის მიმდინარეობისას გავითვალისწებ თითოეულ მოსწავლის საჭიროებებს და ისე გადავუნაწილებ ფუნქციებს. გვყავს მხატვარი მოსწავლეები, რომელთა დახმარებით დავამზადებთ პოსტერს გარემოს დაცვასთან დაკავშირებით და თვალსაჩინო დაფაზე (სკოლის შემოსასვლელში) განვათავსებთ.
    


პროექტის ამოცანები

1.             საინიციატივო ჯგუფის შექმნა
2.              სამოქმედო გეგმის შემუშავება (ფუნქციების და დავალებების განაწილება,დროის ლიმიტის განსაზღვრა)
3.             კონსულტანტის მიერ მითითებული ლიტერატურის დამუშავებაინტერნეტ მასალის გაცნობა;
4.              ლექცია სემინარის დაგეგმვა;
5.             დოკუმენტური ფილმის -„შავი ზღვა და მდინარეები - დაბინძურებული გარემო“- ჩვენება,დისკუსია საკვანძო საკითხებზე.-https://www.youtube.com/watch?v=SqU6x9cit6Y&t=625s;

6.             მულტფილმის ჩვენება - „ბოცო და გვანცა(გარემოს დაცვა). დისკუსია პრობლემურ საკითხებზე.       https://www.youtube.com/watch?v=XYsbDdunG5g;
7.             ლექცია სემინარის ჩატარება (ესწრებიან მოსწავლეები და მოწვეული მშობლები);
8.             სკოლის ეზოსა და მიმდებარე  ტერიტორიის  დასუფთავება მოსწავლეებისმოხალისე მშობლების მონაწილეობით;
9.              მოსწავლეების  სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან შეხვედრა და ტკბილეულის მიტანა. მათთან აღნიშნულ პრობლემაზე საუბარი და ამ პრობლემასთან ბრძოლის სტრატეგიების გაცნობა;
10.         პროექტის მიმდინარე ეტაპების ამსახველი ფოტო მასალის პრეზენტაცია. პრეზენტაციის შემდეგ აღნიშნულ თემაზე  დისკუსიის გამართვა;
11.         პროექტის შეჯამებაშეფასება.

  პროექტის ბოლოს მისაღწევი შედეგები: პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეები ფლობენ ინფორმციასიციან მეტი ეკოლოგიური საფრთხეებისსაკუთარი მოქალაქეობრივი მოვალეობის შესახებმონაწილეობენ გარემოს დაცვის მიზნით განხორციელებულ საქმიანობაშიმოუწოდებენ სხვებსაც იზრუნონ მასზე.

პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგია:
     პროექტის მსვლელობისას აწარმოონ შუალედური წერილობითი ანგარიშები, დღიურებში,დააფიქსირონ შენიშვნები , შემდეგ კი ერთმანეთს გაუზიარონ, ითანამშრომლონ ერთმანეთთან, რეკომენდაციები გაითვალისწინონ უკეთესი შედეგების მიღწევისთვის.სადისკუსიო და შემაჯამებელი კითხვების დასმა ხდება მთელი პროექტის განმავლობაში,რადგან შემოწმდეს მოსწავლის სააზროვნო უნარები და მიეცეს ანალიზი- სინთეზის გზით არგუმენტირებული პასუხების შესაძლებლობა. დიაგრამა ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე  მოსწავლეებს საშუალებას აძლევს საკითხით დაინტერესდნენ მანამ ,სანამ სიღრმისეულად არ შეისწავლიან მას. დღიურებიდან მოსწავლეების პასუხები და მინიშნებები გვაწვდიან ინფორმაციას, როგორ დააკავშირეს ნაშრომები პროექტის ფართო მნიშვნელობის საკითხებთან.თანასწორთა უკუკავშირის ფორმა შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, გაითავისონ სამუშაოს ხარისხი და გააკეთონ საბოლოო შედეგის შესწორება.
  

 პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხარვეზები და მათი თავიდან აცილების გზები:  
შეიძლება სირთულეები წარმოიშვას მშობელთა ჩართულობის მხრიდან.ამისათვის დავგეგმავ მათთან ინდივიდუალურ და ჯგუფურ კონსულტაციებს გარმოს დაუცველობიდან მომდინარე საფრთხეებისგან დამდგარი სავალალო შედეგების გაცნობის და პროექტის წარმატებით განხორციელების აუცილებლობაში დარწმუნების მიზნით


პროექტის მიმდინარეობა, აქტივობები:
     18 -19 ნოემბერი- პროექტი დავიწყეთ მოსამზადებელი ფაზით. ამ ფაზაში მოსწავლეებს განვუმარტე პროექტის მიზანი, გავაცანი პროექტებით სწავლების მეთოდის მიმდინარეობა და ის წესები, როგორც უნდა წარიმართოს პროექტი. წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით გამოვიყენე გონებრივი იერიში.ვკითხე თუ რა იცოდნენ გარემოს დაცვასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობდნენ როგორ დაიცავდნენ გარემოს?  ვინ იყო პასუხისმგებელი პირი გარემოს დაცვასთან დაკავშირებით? ვისაუბრეთგარემოს დანაგვიანებასთან დაკავშირებით და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ნაგავი ჩნდება იქ, სადაც ადამიანია. ადამიანები მოიხმარენ უამრავ საგანს, საკვებს, მასალას, რის შედეგადაც ჩნდება ის, რაც მათ აღარ სჭირდებათ - ნარჩენები.
შევთავაზე აქტივობა – „ექსკურსია ბუნებრივ გარემოში“. ბავშვებს ვთხოვე, დააკვირდნენ გარშემო მყოფ საგნებს.
აქტივობის არსი იყო:  მოსწავლეებმა შეიგრძნონ და აღიქვან ბუნებრივი გარემო არამარტო მხედველობით, არაამედ სხვა შეგრძნებითაც და მიხვდნენ, რომ ბუნებრივი გარემო განსხვავდება ადამიანის მიერ შექმნილი ყოფითი გარემოსგან.
საკლასო ოთახში დაბრუნების შემდეგ უპასუხეს კითხვებზე და გააკეთეს ჩანაწერები.

20 ნოემბერი
მოსწავლეებს თემასთან დაკავშირებით მოტივაციის ამაღლების მიზნით ვაჩვენე მულტფილმი,https://www.youtube.com/watch?v=XYsbDdunG5g  „ბოცო და გვანცა“ ,რომელშიც ასახულია დაბინძურებული გარემო და ადამიანთა ქმედებების სავალალო შედეგები. წარვმართეთ დისკუსია
მოსწავლეებ ვაჩვენე ფოტოები ინტერნეტიდან - როგორ იქექება ცხოველი ნაგავში, ქალაქში უადგილოდ დაყრილ ნაგავში ბავშვი თამაშობს, გამონაბოლქვით  დაბინძურებული ჰაერი და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული წყალი. ასევე, ვანახე ის ფოტო,რომელშიც გაჭირვებული ადამიანი  ნაგვის ურნასთან როგორ დგას და ეძებს საჭმლის ნარჩენებს.
მოსწავლეებს ვთხოვე ოჯახის წევრებთან ჩაეტარებინათ გამოკითხვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.




21 ნოემბერი
 მოსწავლეებს დავავალე დაეწერათ მცირე ზომის ტექსტი „ მე მინდა გავიზარდო სუფთა გარემოში“., თან დაერთოთ ნახატი  ბუნების დაცვისა და სუფთა გარემოს თემაზე.შემდეგ მოვახდინეთ თითოეული მოსწავლის ნამუშევრის განხილვა. 


 22 ნოემბერი
მას შემდეგ, რაც მოსწავლეთათვის ნათელი გახდა, რომ გარემოს დანაგვიანებას დიდი ზიანი მოაქვს ცოცხალი სამყაროსთვის თავისთავად გაჩნდა კითხვა, მოსწავლეებს დაებადათ იდეა,თუ როგორ დაიცვან გარემო დანაგვიანებისგან.
მოსწავლეებს განვუმარტე, რომ გარემოს დაცვის ერთ-ერთი ხერხია გარემოს დასუთავება, ადამიანებისთვის ინფორმაციის მიწოდება გამაფრთხილებელი პლაკატების შექმნითა და თვალსაჩინო ადგილებში გამოფენით;
მოსწავლეები გავყავი ჯგუფებად და იმუშავეს პლაკატების შექმნაზე დანაგვიანების საწინააღმდეგოდ.

23-24 ნოემბერი:    მოსწავლეებმა ჰიგიენური ხელთათმანებისა და პოლიეთილინის პარკების გამოყენებით დაასუფთავეს სკოლის ეზოს მიმდებარე ტერიტორია და შეგროვებული ნაგავი მოათავსეს ნაგვის ურნაში, თან იმსჯელეს რა გაიგეს ახალი? რატომ გამოიყენეს ხელთათმანი?
    წინა გაკვეთილზე შექმნილი პლაკატები კი სისუთავის დაცვის მიზნით გააკრეს საკლასო ოთახში, დერეფანში და სკოლის ეზოში, ამ ფორმით მათ შეძლეს თანატოლებისთვის გაეცნოთ თუ როგორ უნდაც დაიცვან გარემო.

შევაჯამე მოსწავლეების მიღებულ ცოდნა და გამოცდილება.დოკუმენტური ფილმის  ჩვენებით, „შავი ზღვა და მდინარეები - დაბინძურებული გარემო“’

    კიდევ ერთხელ განვუმარტე მოსწავლეებს, რომ ადამიანის საქმიანობა იწვევს გარემოს სხვადასხვა კომპონენტის დანაგვიანებას: ზოგ შემთხვევაში წყალი ბინძურდება, ზოგ შემთხვევავში ნიადაგი, სხვა შემთხვევაში ჰაერი.
       მოსწავლეთა ერთმა ჯგუფმა იმუშავა კედლის გაზეთის დავიცვათ გარემოს მოზადებაზე.


  25 ნოემბერი
მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია დაწყებითი კლასის მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების წინაშე, წარმოადგინეს საბოლოო პროდუქტი კედლის გაზეთი და პოსტერები (გარემოს დაცვა ჩვენი მოვალეობაა), რომელიც გამოეკრა საკლასო ოთახში თვალსაჩინო ადგილას.
შეფასება: მოსწავლეების შეფასების ფორმა განმავითარებელი კომენტარებია. შეფასდნენ პროექტის სამივე ეტაპზე:
1. შეფასდა მათი ინტერესები და წინარე ცოდნა
2. თანამშრომლობის უნარი, ინფორმაციის მოძიების და დახარისხების უნარი
3. პრეზენტაციაზე შეფასდა მათი საპრეზენტაციო უნარები და შემოქმედებითი უნარები








ჯგუფური მუშაობის შეფასების სქემა
კრიტერიუმები
1–4 ქულა
5–6 ქულა
7–8 ქულა
9–10 ქულა
ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი კარგად ვერ გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ  გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად გააცნობიერა
ჯგუფის მიერ სამუშაოს დაგეგმვა
ჯგუფმა სამუშაო ვერ დაგეგმა, ამიტომაც მისი საქმიანობა სტიქიური იყო
ჯგუფმა სამუშაო დაგეგმა, მაგრამ გეგმიდან გადაუხვია
ჯგუფმა სამუშაო დაგეგმა, მაგრამ  დროდადრო
 უხდებოდა გეგმიდან გადხვევა
ჯგუფმა სამუშაო კარგად დაგეგმა და შეასრულა  გეგმით გათვალისწინებული ყველა პუნქტი
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
სამუშაო არ იყო ორგანიზებული. ჯგუფის წევრებს შორის  ფუნქციები არ  განაწილებულა
სამუშაო ნაწილობრივ იყო ორგანიზებული და ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად  გადანაწილდა
სამუშაო ორგანიზებული იყო, მაგრამ ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად  გადანაწილდა
სამუშაო კარგად 
ორგანიზებული იყო, მაგრამ 
ჯგუფის წევრებს შორის 
ფუნქციები სწორადა თანაბრად გადანაწილდა
ჯგუფის წევრთა ჩართულობა, ჯგუფის წევრთა შორის ურთიერთობა
ჯგუფის წევრები არ აქტიურობდნენ,ჯგუფის  წევრებს შორის არ შეინიშნებოდა თანამშრომლობითი გარემო
მხოლოდ ერთი–ორი მოსწავლე აქტიურობდა, ჯგუფის აქტიურ წევრებსა და პასიურ წევრებს შორის ზოგჯერ ურთიერთობები იძაბებოდა
ჯგუფის თითქმის ყველა წევრი იყო აქტიური,ჯგუფის წევრებს შორის ძირითადად პოზიტიური ურთიერთობები იყო
ჯგუფის  ყველა წევრი იყო აქტიური და სამუშაო 
ნაყოფიერი, ჯგუფის წევრებს შორის იყო პოზიტიური და საქმიანი 
ურთიერთობები




პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა


#
კრიტერიუმი/ქულები
ყოველთვის
ხანდახან
არასოდეს
1
პასუხობს თემას
2
ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას)
3
საუბრობს გამართულაი ენით და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას
4
იყენებს განსხვავებულ წყაროებს
5
დარებს მოვლენებს, ფაქტებს, საგნებს
6
იყენებს თვალსაჩინოებას
7
იცავს დროის ლიმიტს








დანართი 5

მოსწავლეთა თვითშეფასების კითხვარი
   

კრიტერიუმები
კი
არა
ხალისით ვმუშაობდი პროექტზე?
საინტერესო იყო პროექტზე მუშაობა?
ვთანამშრომლობდი ჯგუფის ყველა წევრთან?
შევძელი ჩემს მიერ მოძიებული ინფორმაციის წარდგენა?
რომელი ეტაპი უფრო საინტერესო იყო?
ვიმუშავებ კიდევ ახალ პროექტზე?






 სოციალური პროექტიგავუფრთხილდეთ  გარემოს
რეფლექსია

        სოციალური  პროექტი , „გავუფრთხილდეთ   გარემო“, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. გავაზის  საჯარო სკოლაში განხორციელდა  18 .11.2019 -დან25.11.2019 ჩათვლით.  მასში ჩაერთო სკოლის დაწყებითი   საფეხურის  მოსწავლეები,მშობლები.
 პროექტის მიზანი იყო  ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებში გარემოს დასუფთავებასთან დაკავშირებით, განასხვაონ სუფთა და დანაგვიანებულ გარემო. სიტყვიერად გადმოსცენ საკუთარი განწყობა კონკრეტული გარემოს მიმართ; გააცნობიერონ გარემოს დანაგვიანებით გამოწვეული საფრთხე და გამოუმუშავდე მზრუნველი დამოკიდებულება გარემოსადმი.
პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას გარემოს
დაბინძურებასთან დაკავშირებით. ინფომაცია მოიძიეს ბიბლიოთეკაში, ინტერნეტში.
წავუკითხე შესაბამისი მოთხრობა. ვაჩვენე მულტფილმი,ასევე ნახეს  დოკუმენტური
ფილმი. მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია. დახატეს
სურათები გარემოს დაცვისა და სუფთა გარემოს შესახებ.        მოსწავლეებმა შექმნეს
ნახატები შთაბეჭდილებების მიხედვითდაწერეს მცირე ზომის მოთხრობა. იმსჯელეს
ერთმანეთის ნამუშევრებზე. უფროს კლასელების დახმარებით იმუშავეს
გასავრცელებელ საცნობარო ბარათებზე.
    მოსწავლეებმა  შექმნეს კედლის გაზეთი. გააკეთეს პოსტერები. მოაწყვეს გამოფენა და პრეზენტაცია ,რომელზედაც მოწვეული ჰყავდათ მასწავლებლები,მშობლები, სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები. ტაშით დავალჯილდოეთ ის მოსწავლეები ,რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები პროექტში.დასკვნით ეტაპზე , შევაჯამეთ და შევაფასეთ პროექტი.
   ამდენად, ვთვლი, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდა. ეროვნული სასწავლო გეგმაში მოცემული მიზნების შესაბამისად.
     პროექტის განხორციელების პერიოდში  გამოვლინდა მცირე ხარვეზები ,რადგანაც  პროცესი იყო  მცირედ ქაოსური. სამომავლოდ მოსწავლეთა ჩართულობისას ყურადღებას გავამახვილებ მათ ქცევაზე და აქტივობებში მაქსიმალურად ჩართვაზე.



Comments

Popular Posts